• ოქტომბერი 18, 2021 11:59 pm

ბაბუნაძე: “ყველაზე მეტად დინამოში მოხვედრამ გამახარა”

ბოლნისის “სიონის” რიგებში თამაზ ბაბუნაძის სახით ძალიან საინტერესო ფეხბურთელი თამაშობს, რომელიც ბოლნისურ კლუბში “დინამო თბილისიდან” იჯარის წესით ასპარეზობს. რამდენიმე თვის წინ ბაბუნაძემ ერთ-ერთ საუკეთესო უკრაინულ სააგენტოსთან გააფორმა ხელშეკრულება. ჩვენ 20 წლის შემტევს დავუკავშირდით და მასთან სხვადასხვა საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ:

დინამოს მაისურით თამაში პირველი წარმატება იყო

“ვფიქრობ ჩემს კარიერაში საუკეთესო და დასამახსოვრებელი მომენტი დინამოს მაისურის მორგება იყო. მთავარ გუნდამდე ნელ-ნელა მივიწევდი და საბოლოოდ ჩემი დებიუტიც შედგა. მართალია ახლა ამ გუნდში არ ვთამაშობ, თუმცა კვლავ ამ გუნდის წევრად ვითვლები და ყველაფერს გავაკეთებ რათა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ფორმა კიდევ ერთხელ მოვირგო. ასევე ჩემთვის ძალიან გასახარი ამბავი იყო როდესაც პირველად გამომიძახეს ასაკობრივ ნაკრებში. ეს ორი მომენტი მთელი კარიერის მანძილზე მემახსოვრება.

დინამოში ყოფნის პერიოდი

“თბილისის “დინამოში” ყოფნის პერიოდს ყოველთვის სასიამოვნოდ ვიხსენებ, იმის მიუხედავად რომ კარგად არ მომეცი თავის გამოჩენის საშუალება. 11 წლიდან “დინამო თბილისის” აკადემიაში ვთამაშობდი და მათ დამსახურებაა დღეს მე რომ ფეხბურთელი ვარ. “დინამოში” ყოფნის დროს იყო დადებით და უარყოფითი რაღაცეებიც, მაგრამ საბოლოოდ “დინამომ” მაინც ბევრი რამ მომცა. მომიწია ისეთ ფეხბურთელბთან ერთად მოედანზე გამოსვლა, რომლებიც დღეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში წარმატებით სტაბილურად ასპარეზობენ. ”

კონტრაქტი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სააგენტოსთან

” უკრაინულ სააგენტოსთან ხელშეკრულება 4 თვის წინ გავაფორმე. სიმართლე გითხართ კონტრაქტის გაფორმებაზე დიდხანს არ მიფიქრია, რადგან მათი ყველა კლიენტი წარმატებულ კლუბებში თამაშობენ. მაგალითად ანდრეი იარმოლენკო და რუსლან მალინოვსკი სწორედ მათი შრომის შედეგად მოხვდნენ ტოპ ლიგებშ და იქაც წარმატებით ასპარეზობენ. სააგენტოსთან 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და იმედი მაქვს მათ მოლოდინებს გავამართლებ, რადგან პირდაპირ და გულახდილად ვიტყვი რომ ჩემზე გარკვეულ იმედებს ამყარებენ. ”

სამომავლო გეგმები

” ამ ეტაპზე მთლიანად ჩემპიონატის მატჩებზე ვარ გადართული, მაგრამ რა თქმა უნდა მომავალზეც აქტიურად ვფიქრობ. არის რამდენიმე ქვეყნიდან შემოთავაზება და ეს შემოთავაზებები კონკრეტულია, თუმცა კლუბის დასახელებისგან თავს შევიკავებ. სეზონის ბოლოს “დინამოში” დავბრუნდები და ვეცდები იქ თავი დავიმკვიდრო, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს დავტოევბ და სავარაუდოდ საზღვარგარეთ წავლა სათამაშოდ, სადაც განვითარების უფრი დიდი საშუალება მექნება. “

9 thoughts on “ბაბუნაძე: “ყველაზე მეტად დინამოში მოხვედრამ გამახარა””
  1. Right here is the perfect website for anybody who really wants to find
    out about this topic. You understand a whole lot its almost tough to argue with you (not that I personally
    will need to…HaHa). You definitely put a brand new spin on a topic
    which has been written about for decades. Great stuff, just great!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.