როგორც მოგეხსენებათ ამ ზაფხულს თბილისის “საბურთალომ” გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ლუკა ლაკვეხელიანი უნგრულ “მეზოკოვეშდში” გაუშვა. 21 წლის მარცხენა მცველი უმალვე იქცა უნგრული გუნდის ძირითადი შემადგნელობის წევრად. ჩვენ ლუკას უნგრეთში დავუკავშირდით და საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ:

როგორია შენი შთაბეჭდილებები ახლა გუნდთან დაკავშირებით?

“მეზოკოვეშდის” შესახებ თავიდანვე მქონდა გარუვკეული წარმოდგენა. ვუყურებდი მათ თამაშებს და ვიცოდი როგორი სტილის გუნდი იყო. როდესაც აქ ჩამოვედი ჩემი მოლოდინები ბოლომდე გამართლდა.

რას იტყვი უნგრეთის ჩემპიონატის შესახებ? რა სხვაობას ხედავ საქართველოსა და უნგრეთის ჩემპიონატებს შორის?

უმთავრეის სხვაობა რაც აღნიშვნის ღირსია არის ის რომ უნგრეთში 90 წუთის მანძილზე თამაშის მაღალ ტემპში მიდის, რაც შესაბამისად მინდორზე დაძაბულობას ზრდის და თამაშები გაცილებით კარგი საყურებელია.

“მეზოკოვეშდი” შარშან ევროსაგრზურებისთვის იბრძოდა, თუმცა ბოლო ტურებში შანსები გაანიავა. რა არის გუნდის მიზანი ამ სეზონში?

ჩვენი მიზანი სამეულში შესვლა და ევროსაგზურის მოპოვებაა. ჩვენ გჯვერა ჩვენი თავის და ნამდვილად შეგვწევს ძალა რომ ამ მიზანს მივაღწიოთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ.

შარშან ამ გუნდში ბუდუ ზივზივაძე თამაშობდა. ესაუბრე თუ არა ბუდუს სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდი?

რა თქმა უნდა ბუდუს ვესაუბრე სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ბუდუმ “მეზოკოვეშდი” ძალიან კარგად დამიხასიათა და მეც გადაწყვეტილების მიღება აღარ გამჭირვებია.

შენ ეგრევე იქეცი გუნდის ძირითადი თერთმეტეულის ფეხბურთელად. შეგიძლია თქვა რომ ადაპტაციის პერიოდი უკვე დასრულებულია?

ვფიქრობ ადაპტაციის პერიოდი საკმაოდ მარტივად გავიარე, რაშიც მადლობა მინდა გადავუახდო სამწვრთენლო შტაბსა და ფეხბურთელებს. ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მთავარ მწვრთნელს, რომელიც ბოლომე მენდობა და გვერდში მიდგას.

რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმე გუნდთან და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გავაფორმე. ამ ეტაპზე მთლიანად “მეზოკოვეშდზე” ვარ კონცენტრირეუბლი, თუმცა ჩემი მიზანია უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო და ბევრად ძლიერ გუნდსა და ლიგაში გადავიდე.

უნგრეთში ლაშა დვალიც თამაშობს. გაქვთ თუ არა ქართველ ფეხბურთელებს ერთმანეთთან კონტაქტი?

რა თქმა უნდა ყველას გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი. ბუდუმაც დ ალაშამაც დიდი გავლენა იქონიეს იმაში რომ ახალ ქვეყანაში ადაპტაცია მარტივად გავიარე და მათ საჯაროდ ვუხდი მადლობას.

შენს სანაკრებო შანსებს როგორ შეაფასებდი? ფაქტია მარცხენა მცველის პოზიცია ნაკრებისთვის ერთ-ერთი პრობლემა.

მარცხენა მცვლეის პრობლემეაზე ბევრი იწერება და თუ ვლადიმირ ვაისის ნაკრებში გამომიძახებს მე ყოველ წამს მზად ვარ რომ თავი ღირსეულად წარმოვაჩინო. ჩემის მხრივ ბევრს ვმუშაობ და ჩემს შანსს მოთმინებით ველოდები.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ