რუსეთის ნაკრების მცველმა გიორგი ჯიქიამ რუსულ РГ-სთან ინტერვიუშითავისი ქართული წარმოშობის შესახებ ისაუბრა.

– არ არის წინააღმდეგობა იმაში, რომ ქართველი ხარ, თუმცა რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

– ცოტა არის, თუმცა ასე მოხდა. ადრე მხოლოდ საქართველოში თამაშზე ვფიქრობდი, თუმცა ყველა პლუსისა და მინუსის გააზრების შემდეგ, მივხვდი, რომ რუსეთი უნდა ამერჩია. არაფერს ვნანობ.

– სამშობლოში შენი გადაწყვეტილება როგორ მიიღეს?

– საქართველოში ამით ბევრი უკმაყოფილო ადამიანია. ისინი მოღალატედ მთვლიან. ყველაზე მთავარი ისაა, რომ სახლში ჩემს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. დანარჩენი ჩემთვის საერთოდ უმნიშვნელოა.

– სწორად მახსოვს, რომ მეგრელი ხარ?

– კი, მეგრელი არ. ამ ხალხს თავისი ენა აქვს, რომელიც ქართულ საერთოდ არ ჰგავს. ამ ენაზე ვსაუბრობ.

– ქართულადაც?

– ცოტა უარესად. წერა და კითხვა საერთოდ არ ვიცი.

4 კომენტარი

  1. მე კი გურული ვარ, თბილისელი და გურიაში რომ ჩავდივარ არც მე მესმის იქაური კილო და მეგრული ენაც რა თქმა უნდა განსხვავებული იქნება, ისევე როგორც ვქვათ სვანური თუ ლაზური, მაგრამ ქართულის ერთ ერთი განშტოებაა სამივე რაც არის მეცნიერულად და ისტორიულად დადასტურებული ფაქტი – საერთოდ, ყველა ქართველური ენა საერთო (პროტო) ერთიანიქართულიდან მოდის ისევე, როგორც ყველა ქართველური კილოკავი. ისე მე გურულიც მინახავს ვისაც უთქვამს რომ მე გურული ვარ და არა ქართველიო, მარა ეგეთ პრიმიტივებს რა მოსთვლის ამ ცის ქვეშ და მეტი რა უნდათ პრიმიტივ რუსებს – მაგითი ეგ ბიჭი ფულს შოულობს და ვგონებ პირიქით ცოდოა…

  2. მეგრელი კი არა ჭამა-ჯმაზე გადასული პიტალო სირბანჯო ხარ. ჯერ ქართველია და მერე მეგრელი გურული კახელი და ა.შ. არც ფეხბურთელად გაუჩენიხარ უფალს, არც კაცად, მასე უჯიშოდ მიძაღლდები სადმე რუსების დაფსმულ თოვლზე. ნეტა სადმე გადაეყარო ქართულ გუნდს, ვინც ფეხი არ მოგამტვრიოს იმის ცალკე დედას შესცა ყველა ქართველმა!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ