შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულ პირთა საკანში გადაღებულ ფარულ ჩანაწერებზე დაყრდნობით, რომელსაც “ტვ პირველი” ავრცელებს, ცნობილი ხდება სკანდალური დეტალი საბედისწერო ღამეს იუბილარ ანა გაბეჩავას შესახებ.

სკანდალური ფარული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მკვლელობიდან მეორე დღეს ანი გაბეჩავა ბრალდებულებთან მივიდა და მათგან 15 ათას ლარს ითხოვდა.

ჩანაწერის მიხედვით, ანი გაბეჩავა თანხას ჯარიმის გადასახდელად ითხოვდა. გაბეჩავამ მათ უთხრა, რომ პანდემიის პერიოდში დაბადების დღის გადახდის გამო მას დააჯარიმებდნენ და თანხა ამისთვის სჭირდებოდა.

ჩანაწერის ამ ნაწილში მოსაუბრეთა ვინაობის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ამიტომ უცნობია ვინ საუბრობს აღნიშნულ ეპიზოდში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ