რა ასაკში დაიწყეთ სპორტული კარიერა და რა იყო თქვენი ბავშობის ოცნება იყო გამხდარიყავით რაგბისტი?

10 წლის ასაკში ჩემმა ნათესავმა, ბიძინა სამხარაძემ მირჩია შებსულიყაბი რაგბზე, მეც დავიწყე სიარული და ძალიან მომეწონა და გადავწყბიტე გავყოლოდი ამ სპორტის სახეობას.

რომელ გუნდში დაიწყეთ თამაში?

პატარა ასაკში 180 სკოლაში ვვარჯიშობდი გია ჯავახიშლთან, შემდგომ შევუერთდით კლუბ ივერიას და 18წლამდე ვთამაშობდი ამ კლუბში.მიშა ჩაჩუა და გია ჯავახიშვილი იყვნენ ჩემი ტრენერები 18 წლამდე.

ამჟამად რომელ გუნდში თამაშობთ და რისი მიღწევას გეგმავთ გუნდთან ერთად უახლოეს ხანებში.

ამჟამად ხელი მოვაწერე რუმინული სუპერ-ლიგის ბაია მარეში, რომლის მიზანია რუმინეთის ჩემპიონობა და ჩელენჯ ქაფზე მონაწილეობის მიღება, მე შევეცდები ჩემი გამოცდილებით დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში და მათგანაც, ახალი ქვეყნიდან და ახალი გუნდიდამ მივიღო გამოცდილება რომელიც კარიერულ ზრდაში დამეხმარება.

რა არის გუნდის და პირადად შენი მიზანი ამ სეზონში?

რუმინეთის ქვეყნის ჩემპიონობა, მასში ჩემი წვლილის შეტანა და ნაყოფიერი სეზონი.

რას პირდებით თქვენ გულშემატკივრებს?

შევეცდები ჩემს გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუო და კარგი, საინტერესო და ნაყოფიერი თამაში ვანახო.

თუ გახსოვთ პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებში?

ჩემი პირველი თამაში ნაკრებში იყო 2012 წელს თბილისი-უკრაინა.

თქვენი აზრით რა დონეზეა ამ ეტაპზე დიდი ათი?

როდესაც მე ვთამაშობდი საქართველოს ჩემპიონატში იმის მერე შესამჩნევად განვითარდა და შეიცვალა, ბიჭები დაუღალავად შრომობენ რომ უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ დიდი 10, რომლის შედეგიც ნათლად ჩანს.

როგორ შეაფასებდით ნაკრების გამოსვლას მსოფლიო თასზე?
მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებს მოუწია ძალიან ძლიერ ჯგუფში თამაში, ურუგვაის გარდა ყველა დანარჩენი გუნდი ჩვენთან შედარებით უფრო გამოცდილი იყო, ალბათ ეს გახდა მიზეზი ჩვენი ასეთი შედეგის მიუხედევად ჩვენი მოთამაშეების თავდაუზოგავი თამაშისა.

საქართველოს ნაკრები არის იმ დონეზე რომ 6 ერში ითამაშოს?

ჩემი აზრით არის უკვე იმის დრო და მომემრი რომ შანსი მოგვცენ ვითამაშოთ 6 ერი, რათა ხვენი ნაკრები განვითარდეს მიიღოს მერი გამოცდილება რადგან 6 ერის გუნდებთან თუმდაც თამაშის გამოცდილება ჩვენს ნაკრებს ძალიან წინ წაწევს ყველანაირად, მე ვფიქრობ რომ უკვე ამის დრო დადგა.

დაგვისახელეთ თქვენთვის საყვარელი მორაგბე უცხოელი და ქართველი?
უცხოელი- ზელანდიის 8 ნომერი, ასევე კაპიტანი Kieran Read და ქართველი ბევრია მაგრამ გამოვარჩევ მამუკა გორგოძეს.

უღრმესი მადლობა ინტერვიუსათვის და ბოლო კითხვა რას უსუვრებდით დამწყებ სპორცმენებს?

ჩემი რჩევაა პირველ რიგში თავდაუზოგავი შრომა, მონდომება და დასახული მიზნისკენ სრაფვა. სპორტში ზოგადად არის წარმატება და წარუმატებლობა, მე ვუსურვებდი რომ ამ წარუმატებლობის მიუხედავად არ დანებებას და გაგრძელებას თავისი საყვარელი საქმიანობის.
დიდ მადლობა თქვენ.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ