ვრცელდება 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქ­როს მოწ­მის გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ბოლო ჩვე­ნე­ბა. გთავაზობთ ჩვენებიდან ამონარიდს, სადაც ამირხანაშვილი, „ტოიოტა კამრიში“ გამართული დიალოგის დეტალებს იხსენებს. ოქმი 2 აგვისტოთია დათარიღებული.

„არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“. აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, „რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული“, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი“.

რადიო “თავისუფლება”

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ