ქალთა ლიგის 2020 წლის გახსნით მატჩში თქვენ გაიტანეთ მოქმედ ჩემპიონს კარში ულამაზესი გოლი საჯარიმო დარტყმით როგორი გრძნობაა ეს ყველაფერი?

რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ. რთულია სიტყვებით ავღწერო ემოციები. ჩემთვის ყველა მატჩი საპასუხისმგებლოა, მაგრამ კვარტალის მაისურით ორმაგად, რადგან ჩვენ ახალი კლუბი ვართ და პირველ ოფიციალურ მატჩს ვთამაშობდით გასული წლის ჩემპიონებთან. მიხარია,რომ ჩემი წვლილი  შევიტანე ამ მატჩში.

როგორ შეეწყვეთ ახალ გუნდს, როგორი მდგომარეობაა გუნდში?

კლუბში იდეალური გარემოა. მართალია კლუბი ახალია, მაგრამ ჩემს მეგობრებთან ერთად გადმოვედი. ძალიან მეგობრული და ხალისიანი გარემოა.ჩემი მოლოდინები კვართალთან დაკავსირებით გამართლებულია. თან კვარტალი ახლა იწყებს ისტორიის წერას და მიხარია, რომ კვარტალის ისტორიის ერთ-ერთი შემქმნელი მეც ვარ.

რა არის საჭირო კარგი გუნდის შესაქმნელად?

დიდი გამოცდილება არ მაქვს ასაკიდან გამომდინარე თუმცა აქამდე რა კლუბებშიც ვყოფილვარ, ვხვდები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბედნიერება გარემო და ერთი დიდი ოჯახის წევრად გრძნობაა, რასაც კვარტალში ვგრძნობ.

რამდენად დიდ როლს ასრულებს მწვრთნელსა და სპორცმენს შორის კარგი დამოკიდებულება?

ჩემი აზრით უმთავრესია, რადგან ფეხბურთელს და მწვრთნელს შორის თუ ცუდი კომუნიკაციაა შედეგიც არ მგონია კარგი იყოს. ბედნიერი ვარ, რომ მყავს უსაყვარლესი მწვრთნელები ლაშა მანწკავა და ნინო სუთიძე.

რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრის როლი თამაშის დროს?

მეთორმეტე ფეხბურთელად აღვიქვამ გულშემატკივარს. დიდი სტიმულია, როცა გამხნევებენ და უპრო მეტს აკეთებ ვიდრე შეგიძლია. გულშემატკივრის როლი კარგი მაგალითი იყო გუშინდელი მატჩიდან.

რა არის თქვენი გუნდის მაქსიმუმი ამ სეზონში არის თუ არა ეს ჩემპიონობა?

ალბათ ყველას უნდა მაქსიმუმის მიღწევა. ჩვენი მიზანი ღირსეულად თავის წარმოჩენაა და ყველა თამაშზე მაქსიმუმის გაკეტება, სურვილი მაქვს თუმცა დაჟინებულად ამაზე არ ვპიქრობთ, თუ ამ ყველაპერს სწორად გავაკეთებთ ალბათ ეგეც მოხდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ