• სამ. აპრ 13th, 2021

ლუკას სტრაუბი: ” ჩვენი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა “

მიმდინარე ჩემპიონატს ერთი დებიუტანტი ჰყავს – დუშეთის “არაგვი” წელს პირველად გამოდის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში. მართალია ჯერ გუნდი სათანადო ფეხბურთს ვერ თამაშობს, თუმცა ცალსახაა რომ ლადო ბურდულის გუნდს პერსპექტივა გააჩნია. ამ სეზონში გუნდის მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, რაზეც ფეხბურთელები თუ ხელმძღვანელები ღიად საუბრობენ. ჩვენ “არაგვის” ბრაზილიელ მცველს ლუკას სტრაუბს საინტერესო თემებზე გავესაუბრეთ. სტრაუბი გამორჩეებული ფეხბურთელია გუნდში და წესით მისით ლიგა 1-ის გუნდები უნდა დაინტერესდნენ:

რას იტყვი მიმდინარე ჩემპიონატზე?

მიმდინარე ჩემპიონატი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ველა გუნდი ბოლომდე იბრძვის და წარმატების მისაღწევად ძალის ბოლომდე გამოენება გჭირდება. აქ არ არსებობს იოლი და რთული მატჩები, ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მითუმეტეს რომ წელს გათამაშება განსხვავებული ფორმატით ტარდება.

რა იყო გუნდის მიზანი სეზონის დაწყებამდე და რა არის ახლა?

ჩვენი მიზანი სეზონის წინ იყო და არის ადგილის შენარჩუნება. ჩვენ დებიუტანტები ვართ და საწყის ეტაპზე არგავარდნა მისაღები შედეგებია. ველაფერს გავაკეთებთ რომ ის მიზანი შევასრულოთ რაც ხელძღვანელობისგან მივიღეთ.

თქვენ პირველ სეზონს ატარებთ საქართველოში. როგორია თქვნეი შთაბეჭდილებები?

საქართველოში პირველად ჩამოვედი და აღფრთოვანებული ვარ. აქ ძალიან კარგი და მეგობრული ხალხი ცხოვრობს, ქართული სამზარუელი შესანიშნავია. თავიდან მე აქ ზამთარში მომიწია ჩამოსვლა და ცოტა გამიჭირდა, რადგან ბრაზილიელები სიცხეს შეჩვეულები ვართ. მაგრამ ნელ-ნელა ადაპტაცია გავიარე და ახლა ყველაფერი წესრიგშია. დუშეთის “არაგვი” ძალიან მეგობრული გუნდია და დიდი გავლენა იქონია ამ ფაქტორმაც. ბიჭებმა ძალიან თბილად მიმიღეს და ცდილობენ თავი უცხოელად არ მაგრძობინონ.

ბოლოს თქვენ სომხეთში თამაშობდით. რა სხვაობას ხედავთ ამ ორ ჩემპიონატს შორის?

უნდა ვთქვა რომ სომხეთში უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი, აქ კი მეორე ლიგაში ვარ. ეს ორი ჩემპიონატი ერთმანეთის იდენტურია, უბრალოდ იქ უფრო ბევრი უცხოელი თამაშობს და თამაშის ტემპი შედარებით ნელია, თუმცა სპეციფიკა ერთნაირია. ქართულ ფეხბურთთან შეჩვევა არ გამჭირვებია, რადგნა აქ ბევრი ტექნიკური და ინდივიდუალური ფეხბურთელია, რაც ჩემს გემოვნებაში ჯდება.

როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

ამ მომენტში კონცენტრირებული ვარ მხოლოდ და მხოლოდ “რაგვზე”. მინდა გუნდს დავეხმარო და ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში. ამ ეტაპზე რაიმეზე საუბარია ნაადრევია, თუმცა სეზონის ბოლოს იმედი მაქვს პოზიტიური სიახლეები იქნება.

 

ლუკას სტრაუბმა მიმდინარე სეზონში “არაგვის” შემადგენლობაში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მანამდე 25 წლის ცენტრალური მცველი სომხურ “არარატში” გამოდიოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.