რა ასკში დაიწყეთ რაგბის თამაში და რა იყო თქვენი ბავშობის ოცნება?

19 წლის ასაკში დავიწყე რაგბის თამაში და რავი ოცნება იყო რო ალბათ როგორც ყველა მოთამაშე ვყოფილიყავი კარგი მოთამაშე. ვფიქრობ სხვა ოცნება მოთამაშეს არც აქვს.

ამჟამად რომელ გუნდში თამაშობთ? რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
ვთამაშობ თბილისის ლოკომოტივის გუნდში. სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და გეგმა არა უფრო სურვილი რომ შემდეგში განვაგრძო ეროვნულ ნაკრებში თამაში.

ვიცით რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე იყავით მოგვიყევით რატომ გადაწყვიტეთ იქ წასვლა?

მინდოდა ჩემი მიზნები უფრო გამეღრმავებინა, მემსახურა თავდაცვის ძალებში. ყოველთვის მქონდა იმის სურვილი რომ გავმხდარვიყავი ჯარისკაცი და მემსახურა ჩემი ოჯახისთვის და სამშობლოსთვის.

როგორ შეხვდა თქვენი გუნდი და ხალხი ამ ფაქტს?

რავი ჩემი გუნდი კარგად შეხვდა ამ ფაქტს უბრალოდ ის იყო საწყენი რომ ტურნირის გამოტოვება მიწევდა თორემ ისე ყველას კარგი რეაქცია ჰქონდათ და ყველანაირად გვერდში დამიდგენ და ყველანაირად ვგრძნობდი მათი მხრიდან მხარდაჭერას. ხალხს ცოტა უკვირთ როცა ვამბობ რომ ჯარისკაცი ვარ მაგრამ დადებითი რეაქცია მოდის მათი მხრიდან.

რა გეგმები გაქვთ გუნდთან ერთად? აპირებთ თუ არა კარიერის გაგრძელებას სხვა გუნდში?

იმდენად შეჩვეული ვარ ამ გუნდს იმდენად მიყვარს ეს ადამიანები ვგონებ რომ სხვა გუნდში ჩემ სახლში ვერ ვიქნები. ამიტომ ვფიქრობ სხვა გუნდში ჩემი კარიერა არ გაგრძელდება.

როგორ ხვდებოდა ჯარისკაცები ბაზაზე იმ ფაქტს რომ იყავით ქალი მორაგბე?

ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი რომ როგორც იქნებოდა უარყოფითი ისევე დადებითი რეაქციები. მაგრამ გაოცების, (ნუ რა თქმა უნდა უკვირდათ რომ ვიყავი ქალი მორაგბე) შემდეგ ძალიან დადებითი ემოციები მოდიოდა და რამდეჯერმე იყო იმის თხოვნა რომ ერთად გვეთამაშა რაგბი.

საყვარელი ქართველი სპორცმენი თუ გყავთ და რატომ არის ის თქვენთვის გამორჩეული?

სოსო მათიაშვილი. იმის გამო რომ ძალიან არის საკმაოდ სწრაფი მოთამაშე და თამაშობს ძალიან კარგ და სანახაობრივ რაგბს. ტაქტიკის მხრივ.

მინდა გაიხსენოთ ისეთი მატჩი რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ?

ჩემი პირველი თამაში რომელიც არასდროს არ დამავიწყდება იმის გამო რომ იყო პირველი მატჩი.ტურნირი იყო სადაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები. და პირველი ვეთამაშეთ ეროვნულ ნაკრებს რაც ძალიან საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის.

რას უსუვრებდით დამწყებ ქალ სპორცმენებს?

ვისურვებდი რომ იყვნენ უფრო გამბედავები. არ იფიქრონ ხალხის რეაქციაზე თუ რა რეაქცია ექნებათ ხალხს იმაზე რომ ისინი თამაშს დაიწყებენ და უბრალოდ აისრულონ თავისი სურვილები და ოცნებები.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ