უკრაინელი ექსპერტის ოლგა კარმუშინას განცხადებით, შესაძლოა, ფეხბურტელი გიორგი შაქარაშვილი ორი დღე ცოცხალი იყო და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ექსპერტმა ამის შესახებ განცხადება გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გააკეთა. მისი თქმით, გარდაცვლილს გვამური ლაქები არათანაბრად გამოხატული ჰქონდა.

“გადაჭრით შემიძლია განვაცხადო, რომ გიორგი შაქარაშვილი 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენლად ჩანს, რომ გვამური გაშეშებები ცხედარს 84 საათი შეუნარჩუნდეს”.

“18-დან 19 ივნისს, ღამით ბიჭის კვალი ქრება და 22 ივნისს მას პოულობენ. ადგილის დათვალიერების ოქმში ცალსახადაა აღწერილი, რომ ცხედარს გვამური გაშეშება აღენიშნება”.

“ასევე, მის სხეულზე გვამური ლაქები ორივე მხარეს არათანაბრადაა გამოხატული, რაც ნიშნავს, რომ მასე მოხდა მანიპულაცია და ის რამდენჯერმე გადაბრუნებულია. გარდაცვლილს უცვლიდნენ პოზიციას,“ – აცხადებს ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ