19 წლის გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი იხსენებს.
როგორ დაატირა ბებიამ შვილიშვილს. თურმე გიორგის სწორედ ბებიისთვის უხარებია, რომ მალე საბურთალო 1-ში ითამაშებდა და შემდეგ ევროპაში გააგრძელებდა კარიერას.
ხეჩიკაშვილი ასევე ამბობს, რომ გიორგი საკმაოდ პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა.
გიორგი შაქარაშვილის ბიძის თქმითაც, ახალგაზრდა ფეხბურთელი უახლოეს მომავალში კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებდა:
“ერთ-ერთ გუნდთან მოილაპარაკეს. კონტრაქტი ბოლომდე გაფორმებული არ იყო, მაგრამ ჩამოვიდა, რომ საბურთალოსთან მოეგვარებინა ურთიერთობები. ამის შემდეგ სავარაუდოდ, დაბრუნდებოდა ევროპაში და დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, მაგრამ არაგვში აღმოჩნდა”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.