ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის თაობაზე რომ თორნიკე შენგელია არ უნდა გადასულიყო მოსკოვის ცესკაში.
ამ ყველაფერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოსხმაურა ალბათ თქვენთვისაც ცნობილია ამ ყველაფრის შესახებ.

თქვენი აზრით მოსაწონია თუ არა საქართველოს პრეზიდენტის ასეთი ქმედება?

გავეცი მაგ კითხვას უკვე საჯარო პასუხი და კიდევ გიმეორებთ სპორტული თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ მოსალოცი ამბავია და მეტი არაფერი. უნდა გაგვიხარდეს, რომ თორნიკე ასეთ კლუბში მოხვდა…

ყველაფერი პოლიტიკაა, რა თქმა უნდა. პრეზიდენტის განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი…

სამწუხაროა, თუ ასე ფიქრობს და კომპენსირებას გავაკეთებთ იმით, რომ მოვიგებთ ევროლიგას და ქართულ დროშას ავაფრიალებთ მოსკოვში. ეს არის ჩემი კომენტარი”

ელოდა თუ არა ასეთ ხმაურს თორნიკე შენგელია ხალხისგან? ისმის როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შეფასსბაც.

რათქმაუნდა ველოდით,  ოღონდ ამ დოზით არა.

სურს  თუ არა თორნიკე შენგელიას NBA-ში დაბრუნება?

რათქმაუნდა ეს ხომ ყველა კალადბურთელის ოცნებაა ითამაშოს NBA-ში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ