“მთავარი არხი” 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ფიგურიანტის, ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონის, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილის ჩვენებას ავრცელებს.

სპორტსმენი ესწრებოდა ცნობილ დაბადების დღის წვეულებას, თუმცა კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია, თბილისში წავიდა და მისი მტკიცებით, თბილისიდან მცხეთაში მხოლოდ საკუთარი კლასელების წამოყვანის გამო დაბრუნდა.

“გზაში შემხვდნენ ჩემი კლასელები, მე მათ გავუჩერე მანქანა, ვიფიქრე ჩასხდებოდნენ, თუმცა მათ ჩემს მანქანაში მყოფ პირებს, უთხრეს, რომ მათ წინ მიმავალი დაახლოებით 5-6 ახალგაზრდა ჩემთვის უცნობი ბიჭები იყვნენ, ისინი ვინც სცემეს ჩემი კლასელები. რაზედაც ჩემს მანქანაში მჯდომმა პირებმა მითხრეს, რომ აღარ წავსულიყავი და მანქანა გამეჩერებინა.

თუმცა მე დავძარი მანქანა, რადგან არ მინდოდა რომ მომხდარიყო ჩხუბი, მაგრამ ჩემს მანქანაში მჯდომი პირები ცდილობდნენ გაეღოთ მანქანის კარი და იძულებული გავხდი მანქანა გამეჩერებინა. როდესაც გავაჩერე მანქანა, ჩემი მგზავრები გადმოვიდნენ და გაიქცნენ ფეხით ჩვენ წინ ფეხით მოძრავი ჩემთვის უცნობი პიროვნებების მიმართულებით, რა დროსაც დავინახე, რომ ჩემ გვერდით მდჯომი სრული აღნაგობის პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა რკინის ჯოხი, დაარტყა რა დროსაც ჩვენ წინ ფეხით მოძრავი პიროვნებები გაიქცნენ. მათ გაეკიდნენ ჩემი მგზავრები და ერთი მათგანი დაიჭირეს, რომელსაც ყველა ჩემი თანხმლები ურტყავდა.

მე ჩემს მგზავრებს მოვატყუე რომ პოლიცია მოდიოდა, რაზედაც ისინი ჩასხდნენ მანქანაში და ყველანი ერთად წამოვედით თბილისში”, – ვკითხულობთ ჩვენებაში.

სტატია მომზადებულია footballnews.ge მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ