ვახო ახვლედიანის ჩვენება საჯაროდ ვრცელდება.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ჩვენებიდან გავარკვიეთ რომ შაქარაშვილის რამდენიმე ადამიანი ხიდზე მისდევდა გარდაცვლილს.

ვახო ახვლედიანი იხსენებს რომ.
“ავტომანქანა გაჩერდა მის წინ, მიმავალ გიორგი ქათამაძე და გიორგი ღიბრაძესთან. ავტომობიოლიდან გადმივიდა დაახლოებით 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს. რა დროსაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემსკენ და პირველი მოვიდა ჩემთან და დამარტყა ხელი და მივიღე დაზიანება ცხვირის მიდამოში და ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მე დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემ საცემრად, რის გამოც მე და ჩემს გვერდით მყოფი სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი იყო გავიქეცით უკანა მიმართულებით. ხიდზე როგორც კი გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით…

ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ბუჩქებში დავიმალე. ხოლო სხვები საით და რა მიმართულებით გაიქცნენ, არ ვიცი. რადგანაც იყო ღამე. მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე რომ ჩემ წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვზდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს. ხოლო შემდეგ ვინ საით გაიქცა, არ დამინახავს”- აცხადებს დაკავებული ვახო ახვლედიანი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ