ი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი მო­რაგ­ბე, კლუბ “ას­კა­ნე­ლის” მწრთვნე­ლი ნიკა ჟვა­ნია ჩვე­ნე­ბა­ში 18 ივ­ნი­სის ღა­მის დე­ტა­ლებს ყვე­ბა. ჟვა­ნი­ას თქმით, მას დახ­მა­რე­ბის­თვის არას­რულ­წლო­ვან­მა მი­მარ­თა, რო­მე­ლიც წვე­უ­ლე­ბა­ზე სცე­მეს. ჩვე­ნე­ბის ნა­წილს “მთა­ვა­რი არხი” ავ­რცე­ლებს:

“ნ.ც-მ და მის­მა თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა მე გან­მი­ცხა­დეს, რომ თა­ნაკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ მათ­თვის უცხო ბი­ჭებ­თან, რომ­ლის დრო­საც ისი­ნი სცე­მეს და აცხა­დებ­დნენ, რომ ისევ უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის სა­ნა­ხა­ვად. მათ ეტყო­ბო­დათ, რომ იყ­ვნენ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ამას­თა­ნა­ვე, უკვე იყო გვი­ა­ნი ღამე, ჩემი მო­წო­დე­ბის პა­სუ­ხად, ნ.ც-მ გან­მი­ცხა­და, რომ ჩხუ­ბის ად­გი­ლას დარ­ჩე­ნი­ლი იყ­ვნენ მათი თა­ნაკ­ლა­სე­ლი და ასე­ვე ჩემი მე­გო­ბა­რი გ.მ და კი­დევ ერთი მათი თა­ნაკ­ლა­სე­ლი.

…ჩვენ წა­ვე­დით მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამ დროს მან­ქა­ნა­ში უკან მჯდომ­თა­გან, ერთ-ერთს, და­უ­კავ­შირ­და გ.მ და აც­ნო­ბა, რომ მათი მცე­მე­ლი ბი­ჭე­ბი ფე­ხით მო­დი­ოდ­ნენ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრა­სის პი­რას თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გ.მ-ს გან­მარ­ტე­ბით, მათ წინ მი­მა­ვა­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი აყე­ნებ­დნენ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რის გა­მოც მათ ეში­ნო­დათ, რომ ისევ ეცე­მათ და გვთხო­ვეს, მივ­სუ­ლი­ყა­ვით მათ­თან…

გა­ჩე­რე­ბის­თა­ნა­ვე ყვე­ლა­ნი გად­მო­ვე­დით მან­ქა­ნი­დან. გად­მოს­ვლი­სას, მე ჩემი სა­ვარ­ძლის ქვე­მო­დან ავი­ღე იქ არ­სე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 40 სან­ტი­მეტ­რი სიგ­რძის რკი­ნის მილი, რო­მე­ლიც მე მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე შევ­ნიშ­ნე იქ. ჩვენს თან­მხლე­ბებ­თან ერ­თად მი­ვე­დით ფე­ხით მო­მა­ვალ პი­როვ­ნე­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ ექ­ვსნი. მის­ვლის­თა­ნა­ვე, ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი რკი­ნის მილი მო­ვუქ­ნიე ჩემ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდგარ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს – ყვე­ბა ჩვე­ნე­ბა­ში ჟვა­ნია.

მო­რაგ­ბე ვერსხლის­ფერ “მერ­სე­დეს­ში” მძღო­ლის, ძი­უ­დო­ისტ გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლის გვერ­დით იჯდა. ეს უკა­ნას­კნე­ლი მცხე­თა­ში გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბას ეს­წრე­ბო­და, ად­გილ­ზე მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში წა­ვი­და და რო­გორც თა­ვად ამ­ტკი­ცებს, უკან დაბ­რუნ­და იმის­თვის, რომ მცხე­თა­ში დარ­ჩე­ნი­ლი კლა­სე­ლე­ბი უკან ჩა­მო­ეყ­ვა­ნა. ტა­ტი­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა­საც “მთა­ვა­რი არხი” ავ­რცე­ლებს:

“გზა­ზე შემ­ხვდნენ ჩემი კლა­სე­ლე­ბი. გა­ვუ­ჩე­რე მან­ქა­ნა, მე­გო­ნა ჩას­ხდე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მათ ჩემს მან­ქა­ნა­ში მყოფ პი­რებს უთხრეს, რომ მათ წინ მი­მა­ვა­ლი 5-6 ახალ­გაზ­რდა, ჩემ­თვის უც­ნო­ბი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ და მათ სცე­მეს ჩემი კლა­სე­ლე­ბი. ამა­ზე ჩემს მან­ქა­ნა­ში მჯდომ­მა პი­რებ­მა მი­თხრეს, რომ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი და მან­ქა­ნა გა­მე­ჩე­რე­ბი­ნა. თუმ­ცა, მე დავ­ძა­რი მან­ქა­ნა, რად­გან არ მინ­დო­და მომ­ხდა­რი­ყო ჩხუ­ბი. ჩემს მან­ქა­ნა­ში მჯდო­მე­ბი ცდი­ლობ­დნენ გა­ე­ღოთ მან­ქა­ნის კარი და გად­მო­სუ­ლიყ­ვნენ, რა­ზე­დაც გავ­ხდი იძუ­ლე­ბუ­ლი მან­ქა­ნა გა­მე­ჩე­რე­ბი­ნა.

რო­დე­საც გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა, ჩემი მგზავ­რე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ და გა­იქ­ცნენ ჩვენს წინ ფე­ხით მოძ­რა­ვი უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. და­ვი­ნა­ხე, რომ ჩემს გვერ­დით მჯდო­მი სრუ­ლი აღ­ნა­გო­ბის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ხელ­ში ეჭი­რა რკი­ნის ჯოხი, და­არ­ტყა რა დრო­საც ჩვენ წინ ფე­ხით მოძ­რა­ვი პი­რე­ბი გა­იქ­ცნენ, მათ გა­ე­კიდ­ნენ ჩემი მგზავ­რე­ბი და ერთი მათ­გა­ნი და­ი­ჭი­რეს, რო­მელ­საც ყვე­ლა ჩემი თან­მხლე­ბი პირი ურტყამ­და.

მე ჩემს მგზავ­რებს მო­ვა­ტყუე, რომ მო­დი­ო­და პო­ლი­ცია, რა­ზე­დაც ისი­ნი ჩას­ხდნენ მან­ქა­ნა­ში და ყვე­ლა ერ­თად წა­მო­ვე­დით თბი­ლის­ში” – ყვე­ბა ჩვე­ნე­ბა­ში ძი­უ­დო­ის­ტი ტა­ტი­აშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ 17 პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შუ­ე­ფარ­და.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ