გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ახლო მე­გო­ბა­რი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სა­ბე­დის­წე­რო წვე­უ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე დე­ტალ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ისურ­ვა, ამი­ტომ მის ვი­ნა­ო­ბას არ ვა­სა­ხე­ლებთ.

– მე და გი­ორ­გი და­ბა­დე­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ო­დით. ვი­ყა­ვით უბ­ნე­ლე­ბი, ბა­ღე­ლე­ბი და კლა­სე­ლე­ბი. ჩემ­ზე კარ­გად მას ცოტა თუ იც­ნობ­და… უკონ­ფლიქ­ტო, მხი­ა­რუ­ლი და უზო­მოდ მო­სიყ­ვა­რუ­ლე იყო. არა­სო­დეს არა­ვის­თან უჩხუ­ბია და მის­გან ელე­მენ­ტა­რუ­ლი წყე­ნაც არა­ვის გვახ­სოვს.

მისიო ჯა­ხი და ჩვენც, ახ­ლობ­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ მოკ­ლუ­ლია. ის წყალ­ში არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­დახ­ტე­ბო­და, ვერც გა­და­ვარ­დე­ბო­და ისე, რომ წყლის ხმა არ გა­ე­გო.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ებს, რამ­დე­ნი­მეს გან­ვი­ხი­ლავთ. ერ­თია, რომ ცე­მა­ში შე­მო­აკ­ვდათ და შემ­დეგ და­მალ­ვის მიზ­ნით ჩა­აგ­დეს წყალ­ში, ხოლო მე­ო­რე ვერ­სი­ით, შე­იძ­ლე­ბა მან­ქა­ნით გა­ი­ტა­ნეს. ბევ­რი მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს სხე­ულ­ზე.

ამ­დე­ნი ერ­თმა­ნე­თის­თვის უც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდა რომ არ შეკ­რე­ბი­ლი­ყო ერ­თად, ალ­ბათ ეს ტრა­გე­დია არ მოხ­დე­ბო­და. ის გოგო, ვისი და­ბა­დე­ბის დღეც იყო, დამ­ნა­შა­ვე იმა­შია, რომ მის­თვის სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი და­პა­ტი­ჟა და­ბა­დე­ბის დღე­ზე. რო­გორც ვიცი, სრულ­წლო­ვა­ნი გახ­და, 18 წლის და ერთი მე­გო­ბა­რი რომ და­პა­ტი­ჟა, უთ­ქვამს ვინც გინ­და მო­იყ­ვა­ნეო. იმა­ნაც მი­იყ­ვა­ნა ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო ბიჭი. გიოც არ მე­გობ­რობ­და იუ­ბი­ლარ­თან, უბ­რა­ლოდ ნაც­ნო­ბე­ბი იყ­ვნენ და მე­გობ­რის მეშ­ვე­ო­ბით აღ­მოჩ­ნდა წვე­უ­ლე­ბა­ზე.

ვერ­სია, თით­ქოს ჩხუ­ბი გო­გოს გამო მოხ­და, ტყუ­ი­ლია. სა­დღეგ­რძე­ლო­ში ნათ­ქვამ ერთ სი­ტყვას მოჰ­ყვა ყვე­ლა­ფე­რი თურ­მე” – გვიყ­ვე­ბა შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი 19 წლის გო­გო­ნა.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ საქ­მის ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა მოწ­მემ, და­ბა­დე­ბის დღის ფო­ტოგ­რაფ­მა, ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა.

“შე­უძ­ლე­ბე­ლია ფო­ტოგ­რაფს თა­ვი­სი თვა­ლით არ ენა­ხა, რა მო­უ­ვი­და გი­ორ­გის. სულ მა­გის­ტრალ­ზე ექ­ვსნი იყ­ვნენ. გური ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ძა­ლით ჩა­ის­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლებ­მა და წა­იყ­ვა­ნეს, ხოლო ხუთი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცა. ფო­ტოგ­რა­ფი და გი­ორ­გი ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­ბოდ­ნენ. სა­კი­თხა­ვია, და­ნარ­ჩე­ნი სა­მი­დან რამ­დე­ნი­მე რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში? და­ზუს­ტე­ბით არ ვიცი, რამ­დე­ნი მი­ვი­და თუ მი­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

ფო­ტოგ­რაფ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ი­ნა­ხა სა­კუ­თა­რი თვა­ლით ყვე­ლა­ფე­რი და იმე­დია გა­მო­ძი­ე­ბას მო­უყ­ვა. რო­გორც ვიცი, ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, ჯერ ერთი მან­ქა­ნა მო­ვი­და ხიდ­თა­ნო (სა­დაც მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა), შემ­დეგ ეს მან­ქა­ნა წა­ვი­და და სამი სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ვი­დაო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმი­ტომ მო­ვიდ­ნენ, რომ მოკ­ლუ­ლი გიო და­ე­მა­ლათ.

მინ­და ვთქვა ერთი რა­მეც – გური და გიო უახ­ლე­სი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. იგი გიოს არა­სო­დეს უღა­ლა­ტებ­და და და­ტო­ვებ­და გა­სა­ჭირ­ში. ისეთ კო­მენ­ტა­რებს უწე­რენ, მომ­ხდარ­ში მას ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ძა­ლი­ან ცუ­დად არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, უზო­მოდ გა­ნიც­დის მოხ­დარს და კი­დევ უმა­ტე­ბენ…

კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით უნდა და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა, ვინც გიოს მკვლე­ლო­ბა­ში არის გა­რე­უ­ლი. ჩვენ არ გავ­ჩერ­დე­ბით!” – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის კლა­სე­ლი.
წყარო: ამბები.გი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ