საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „თავდაცვის სამინისტრო ლიდერია გენდერის საკითხებში მიღწეული პროგრესით.
„თავდაცვის სამინისტრო ლიდერია გენდერის საკითხებში მიღწეული პროგრესით: ჩვენს სისტემაში 8%-ს წარმოადგენენ ქალები. სამოქალაქო ნაწილში 51% მანდილოსანია, ხოლო მისიებში 2.7% არიან წარმოდგენილი ქალბატონები. სულ ახლახანს 25 ქალი ჩაეწერა (BCT) საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე, რომელიც ახლახანს დავიწყეთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინტერესი ქალების მხრიდან არის მზარდი და ჩვენ ამას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მან ქალებს აქტიურობისკენ მოუწოდა:

„რა თქმა უნდა, ქალებისთვის ჯარში წასვლა არ არის სავალდებულო, ეს არის ნებაყოფლობითი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქალებს აქვთ პრეტენზია და ასეც არის, არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს, მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორიც არის სიყვარული და ვალდებულების მოხდა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ქალებმა მეტად უნდა იაქტიურონ და მეტი სურვილი გამოთქვან ჯარში წასვლასთან დაკავშირებით“, – მიიჩნევს ღარიბაშვილი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ