როგორ გრძნობთ თავს და როგორ ატარებდი დროს თვითიზოლაციის პერიოდში?

ერთიანობაში ძალიან ცუდათ იმოქმედა ჩემზე თვით იზოლაციამ.. რათქმაუნდა ყოველდღიურად ვარჯიშობდი ბურთთან და ფიზიკურად, რა რესურსებიც იყო დარბაზების გარეშე, მაგრამ სამწუხაროდ მარცხენა მუხლი დავიზიანე და ამის შემდეგ ცოტა ამერია გეგმები.. ამჟამად თავისუფალი დრო ნამდვილად მაქვს.. ესეთ პერიოდში ყოველთვის ვცდილობ გავიდე ბუნებაში სუფთა ჰაერზე, ასევე გეიმინგი და ფილმები ძალიან მიტაცებს.

როგორი არის შენი მუხლის მდგომარეობა და ხარ თუ არა 100% მზად გაანახლე თუ არა ვარჯიშები?

მუხლს რაც შეეხება უკვე დასკვნით ეტაბზე ვარ, თუ ყველაფერი კარგად იქნა 15 -ში მკურნალობას დავასრულებ.. რაც ძალიან გაიწელა უკვე..

როგორ ფორმაში იქნებით თქვენი აზრით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის?

ძალიან მინდა რაც შეიძლება მალე აღვიდგინო ფორმა და 21 ივნისს უკვე ფორმაში შევხვდე მეტ ნაკლებად, მაგრამ 6 დღეში ეს ფაქტიურად შეუძლებელია ან პატარა ჯადოქრობაა საჭირო 😂 ყველა ჩართულია ამ საქმეში უკვე, რო ფეხზე დამაყენონ რაც შეიძლება სწრაფად.. ხალხის დიდ სიყვარულს ვგრძნობ, დღე არ გავა ისე რო არ მომიკითხონ, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდი 🙏🙏

რა რჩევას მისცემდით დამწყებ ფრისტაილერებს?

დამწყებ ფრისტაილერებს აუცილებლად ვეტყვი იმას რასაც ოდესღაც წლების წინ ჩემ თავს ვუმეორებდი.. პირველ რიგში უნდა უყვარდეთ ეს საქმე, ბურთი და ბურთთან ერთად ტრიუკები.. უნდა ყავდეთ აუცილებლად თავიანთი კუმირი, მსოფლიო დონის ფრისტაილერი რათა მოტივაცია აუმაღლოს და ყოველდღიური შრომით მიაღწიონ იმას რასაც წლების წინ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.. შეიყვარეთ, დაისახეთ დიდი მიზანი და იშრომეთ თქვენი მიზნისთვის ყოველდღიურად!! დამიჯერეთ ეს ფორმულა დიდ წარმატებას მოგიტანთ 🙏🙏🙏

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ