ინტერვიუ ლანა გორგაძესთან.

როგორ გრძნობთ თავს და როგორ ატარებ დროს თვითიზოლაციის პერიოდში?

რავი, ნორმალურად. თვითიზოლაციაში დროის გატარებას რაც შეეხება,  ფილმების და  სერიალების ყურებით გადავლახე ეს პერიოდი. იშვიათად, მაგრამ  სახლშიც ვვარჯიშობდი შეძლებისდაგვარად.

ერთ წელზე მეტი გავიდა რაც მუხლის ოპერაცია გაიკეთე როგორ გრძნობ თავს და ხარ თუ არა სასურველ ფორმაში?

ყველაფერი კარგად მიდის, რეაბილიტაციამაც ასე თუ ისე ნორმალურად ჩაიარა. სასურველ ფორმაში არ ვარ, თუმცა აუცილებლად მალე დავუბრუნდები ჩვეულ რეჟიმს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოედანზე 100 %  მომზადებული დავბრუნდე.

თქვენთვის თუ არის ცნობილი როდის განახლდება ქალთა ჩემპიონატი. ემზადებით თუ არა გუნდი სრული შემადგენლობით?

ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის , თუმცა იმედი მაქვს მალე დაიწყება. ოფიციალურად გუნდი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს ვარჯიშს პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, თუმცა ინდივიდუალურად ვცდილობთ მომზადებას და ფორმაში ჩადგომას.

 

ფოტო მოწოდებულია ანანო სურმავას მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ