22 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე პორტუგალიაში დაბრუნებამდე თბილისის “ლოკომოტივთან” ერთად ემზადება, თუმცა დედაქალაქური გუნდის ყოფილი შემტევი აღმზრდელ და სხვა ქართულ კლუბში დარჩენას არ აპირებს.

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე marca.ge-მ გიორგი არაბიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • როგორია ახლა შენი ფეხის მდგომარეობა?

-თავს კარგად ვგრძნობ. უკვე 3 კვირაზე მეტია, სრული დატვირთვით, ბურთთან ერთად ვვარჯიშობ.

  • როგორ ემზადები ამ პერიოდში?

-მანამ, სანამ წასვლა მომიწევს, “ლოკომოტივში” ვემზადები. დღეში ორჯერ ვვარჯიშობ: დილით უბურთოთ, ხოლო საღამოს ბურთით ტექნიკის დახვეწის მხრივ.

  • ლოკომოტივის ან სხვა ქართული გუნდის წინადადების შემთხვევაში თუნდაც სეზონის ბოლომდე დარჩენას ხომ არ განიხილავ?

-არა, საქართველოში არცერთ კლუბში დარჩენას არ ვაპირებ.

  • თურქულ კლუბთან თანამშრომლობის პერიოდი დაგიმთავრდა?

-ადანასპორში ერთწლიანი იჯარით გადავედი, კონტრაქტის ვადა ამოიწურა და მათთან აღარაფერი მაკავშირებს.

  • პორტუგალიური გუნდი, რომელიც შენს უფლებებს ფლობს, უმაღლეს ლიგაში ბრუნდება. განიხილავ ნასიონალში დარჩენას?

-ნასიონალთან კიდევ 2-წლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს, მაგრამ იქ დაბრუნება აღარ მინდა. მალე გაირკვევა, თუ სად წავალ.

  • ახლა იმ პერიოდში ხარ, როცა სათამაშო დრო გჭირდება. როგორ ფიქრობ, რომელ ქვეყანაში გადასვლა იქნება იდეალური ახლა შენი კარიერისთვის?

-ყველგან, სადაც ფეხბურთის თამაშისთვის ნორმალური პირობებია შექმნილი. არის კონკრეტული ვარიანტები, მაგრამ წინასწარ საუბარი არ მსურს. როცა გადაწყდება, სად გადავალ, ამას ყველა გაიგებს.

გიორგი არაბიძემ “ლოკომოტივი” 2015 წელს დატოვა, რის შემდეგაც რამდენიმე ევროპულ კლუბში ითამაშა. ბოლოს იჯარის წესით თურქულ “ადანასპორში” თამაშობდა, მაგრამ ოქტომბერში ქუსლის ტრავმა მიიღო, ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ აღარ უთამაშია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ