ქართველ ემიგრანტს, თინა რობაქიძეს საქართველოში 10 წლის უნახავი შვილი მოულოდნელად დაეღუპა.

როგორც ირკვევა ემიგრანტის შვილი ახალგაზრდა მორაგბე, 18 წლის ბესო სარალიძეა.

მორაგბის დედა საფრანგეთში იმყოფება და საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გამო შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლა ვერ შეძლო.

„მესენჯერით უყურა შვილის დაკრძალვას, კოშმარია. უყურებდა დედა, როგორ მისდიოდა გული მეორე შვილს, ბესოს დას ძმის დაკრძალვაზე.

გეგმები გვქონდა დაწყობილი და წელს ზაფხულს მოდიოდა საქართველოში. კორონავირუსის გამო დაბრუნება მომავალი წლისთვის გადავდეთ “, – ამბობს გარდაცვლილის დედის მეგობარი თეა ჩიქოვანი.

„ემიგრანტი დედისთვის ყველაზე დიდი ტკივილია შვილის გარდაცვალება და თან ამდენი ხნის უნახავი.

ჩვენ ყველანი უძლურნი ვართ სიკვდილის წინაშე, მხოლოდ ამ გაუსაძლის ცხოვრებაში სითბოს თუ გამოვხატავთ ოჯახის მიმართ და ვაგრძნობინოთ, რომ თინიკო მარტო არაა და მის გვერდით დიდი ემიგრაცია დგას სითბოთი და სიყვარულით სავსე.

ჩემი ბავშვობის მეგობრისთვის, სულის ნაწილისთვის, სხვა აღარაფერი შემიძლია მხოლოდ ნუგეშის გარდა“.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ