• პარ. აპრ 16th, 2021

თემურ ქეცბაია: “ინგლისის პრემიერლიგის კლუბიდან ჩამომაკითხეს”

The Sun-ის ჟურნალისტთან რობერტ ო’კონორთან საუბრისას თემურ ქეცბაიამ გახსენა პერიოდი, როცა “ნიუკასლში” გადავიდა.

“ჩემთან ათენში სასაუბროდ კლუბის თავჯდომარე და ტექნიკური დირექტორები ჩამოვიდნენ. ოთხი ან ხუთი ადამიანი. გაოცებული ვიყავი. კონტრაქტს ხელი სასტუმროშივე მოვაწერე”.

“გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები და ატმოსფერო დამხვდა. მაშინ  მათი უმთავრესი კონკურენტი ტიტულისთვის ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედი” იყო, მიუხედავად არც ისე წარმატებული სეზონისა კლუბის მენეჯმენტი ყველაფერს პროფესიონალურად უდგებოდა”,  – იხსენებს ქართველი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ მედიაში “ნიუკასლის” მომავალ თავკაცებს შორის ერთ-ერთ კანდიდატურად თემურ ქეცბაიაც მოიხსენიეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.