ნიკოლოზ ბასილაშვილმა Adjarasport.Tv-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თავისი კარიერის საწყის ეტაპსა და იმ გრძნობებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში იწვევს.

“უმნიშვნელოვანესია და ძალიან საამაყო შეგრძნებაა, როდესაც საქართველოს სახელით გამოვდივარ. სხვა ქვეყნის წარმომადგენელი როცა ხარ, დიდი ქვეყნის, ნაკლებად გაქცევენ ყურადღებას”.

“რაც შეეხება სხვა ქვეყნის სახელით თამაშს, დიახ, 20 წლის როცა ვიყავი, 6 თვით ვითამაშე რუსეთის სახელით”.

მე მქონდა სამენეჯერო ხელშეკრულება, რომელიც მავალდებულებდა რუსეთის სახელით გამოსვლას. 6 თვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიცვალა და მას შემდეგ საქართველოს სახელით გამოვდივარ”. – განაცხახდა ბასილაშვილმა

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ