ოლიმპიური ოქროს მფლობელმა მანუჩარ კვირკველიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას 2008 წლის ოლიმპიადა გაიხსენა, რომელიც საქართველო რუსეთს შორის გაჩაღებული ომის პარალელურად პეკინში მიმდინარეობდა.

“სამშობლოში მიმდინარე მოვლენებმა ყველას თავგზა აგვიბინია, როგორც იცით, ოლიმპიადის დატოვებაც კი გვინდოდა”.

“როგორი საქმეა, ათასობით კილომეტრი გაშორებს სამშობლოს, რომელსაც რუსული თვითმფრინავები გიბომბავენ. ყველა შენი უახლოვესი და საყვარელი ადამიანი განსაცდელშია, შენ კი ყველაფერი ეს უნდა დაივიწყო სარბიელზე გასვლის წინ და მხოლოდ მეტოქის დამარცხებაზე იფიქრო”.

“ღმერთი გაახარებს ნინო სალუქვაძეს, რომელმაც მოგვცა საკუთარი თავის ძლევისა და ვაჟკაცობის მაგალითი. მისი მედალი ჩვენთვის უდიდესი სტიმული იყო”, – იხსენებს კვირკველია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ