დვალიშვილმა უკანასკნელი ბრძოლა, რომელიც რიო რანჩოზე თებერვალში გაიმართა წარმატებით ჩაატარა და საკმაოდ ძლიერი მეტოქე ქეისი კენი დამაჯერებლად დაამარცხა. მერაბმა ბოლო ჩატარებული სამი ორთაბრძოლიდან ყველა მოიგო (ტერიონ ვეარი, ბრედ კატონა და ქესი კენი) საინტერესოა, რომ დვალიშვილმა კენის 12 გდება გაუკეთა, რაც ამ დივიზიონის აბსოლუტური რეკორდია.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ბოლო ბრძოლა მოვიგე და თან ისე რომ რეკორდი დავამყარე. ამჟამად მოუთმენლად ველოდები მომდევნო დაპირისპირებას. მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი გუნდი, ქვეყანამ, ოჯახი და მეგობრები ამაყი გავხადე და გავახარე,“ – აღნიშნა მერაბმა ინტერვიუში.

დვალიშვილმა ასევე მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალში ბრძოლა მხოლოდ რეიტინგის ტოპ 15-ის წარმომადგენელთან სურს:

„მე ვფიქრობ, რომ ბევრი არ დათანხმდება ჩემთან ბრძოლას. ბევრ ტოპ 15-ის მებრძოლს პრობლემები შეექმნება ჩემთან და ეს მათ კარგად იციან. მე რა თქმა უნდა ყველას უდიდეს პატივს ვცემ, თუმცა მომდევნო ბრძოლა მხოლოდ ტოპ 15-ის ათლეტთან მსურს. დიდი სიამოვნებით დავუპირისპირდებოდი შონ ო’მალის. მე ვიცი, რომ ის დიდ სახელებთან შეხვედრას ელის, თუმცა თუ ამის შანსი ოდესმე მომეცემა სიამოვნებით გავიდოდი მის წინააღმდეგ ოქტაგონზე.”

სტატია მომზადებულია1tv.ge მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ