რა ასაკში დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და რა იყო თქვენი ბავშობის ოცნება? იყო თუ არა ფეხბურთელობა?

ფეხბურთის თამაში დავიწყე ჩემ ძმასთან ერთად 6 წლის ასაკში ქალაქ ქუთაისში.

რომ ვთქვა რომ ოცნებად ფეხბურთელობა მქონდათქო მოგატყუებთ.უფრო ჩემი ძმის ხათრით შევედი რათა ერთად ვყოფილიყავით.

იყო პერიოდი როდესაც კალათბურთზე გადავედი ცოტახნით,თუმცა ჩემი ძმა სულ მეუბნებოდა დავბრუნებულიყავი ფეხბურთზე ისევ და მე მას დავუჯერე.

რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. აქედან გადმოსახედიდან სწორედ ჩემმა ძმამ შემაყვარა მეტად ფეხბურთი.

როდემდე გაკავშირებთ გუნდთან კონტრაქტი და აპირებთ თუ არა სხვა გუნდში წასვლას?

კონტრაქტი როდემდე მაქ კომფედენციალური საკითხია ჩემთვის ჩემი პირადია ასერო თავს შევიკავებ.

ამ ეტაპზე  სამგურალის ფეხბურთელი ვარ. სხვა გუნდში წასვლაზე არც ვფიქრობ, დიდი მიზნები მაქ სამგურალთან ერთად დასახული და ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში.

ორიოდე სიტყვით შეაფასეთ თურქული შეკრება როგორი გამოცდილება მიიღეთ შეკრებით?

აქ ყველაფერია იმისათვის რომ სათანადოდ მოემზადო სეზონისთვის.

ვფიქრობ ბრძოლისუნარიანი გუნდი ვიქნებით, ნაყოფიერი შეკრება უნდა გამოვიდეს.

რათქმაუნდა ბიჭები თავდაუზოგავად შრომობენ ყველაფერი ნაბიჯ ნაბიჯ წინ მიდის, გუნდელებიც ნელნელა უფრო შეთამაშდება და მეტ ორგანიზებულობას შეიძენს.

თქვენი აზრით რა იქნება კლუბის მიზანი ამ სეზონში?

ჩვენი მიზანი იქნება ის რო ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ აუცილებლად და ვიბრძოლებთ რაც შეიძლება მაღალი მიზნებისთვის დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

როგორი გულშემატკივარი ყავს წყალტუბოს “სამგურალს”

მე ახალწვეული ვარ და პირადად არვიცი, თუმცა ბიჭებისგამ ვიცი რო ძალიან ერთგული მხურვალე და ფეხბურთზე შეყვარებული გულშემატკივრები ყავს.

ყველგან რო უდგანან გუნდს გვერდით და ძალიან სასიოვნოა, ვეცდებით მათი გულები გავახაროთ და სასურველ მიზანს მივაღწიოთ.

როგოირი განწყობაა გუნდში და სამწვრთნელო შტაბში?

გუნდში კარგი სიტუაციაა ბიჭები მოტივირებული ვართ ერთი მიზნისთვის გავერთიანდით.

რაც რათქმაუნდა სამწვრთნელო შტაბის დამსახეურებაცაა მზადებიდან გამომდინარე ვიტყვი რო კარგად უდგებიან საქმეს და დარწმუნებული ვარ თამაშზეც აისახება ეს ყველაფერი, თუმცა აქვე დავამატებ ბევრი ახალი ფეხბურთელია გუნდში და ყოველთვის რთულია თავიდაან ააგო გუნდი,თუმცა ვთვლი რო ისეთი ფეხბურთელებით დაკომლექტებული გუნდი ვართ შეთამაშება არ გაგვიჭირდება.

რას გვეტყვით საქართველოს ეროვნული ნაკრების გადამწყვეტ მატჩებზე რა შანსები გვაქვს?

შანსები რათქმაუნდა დიდია.თუმცა მეც ფეხბურთელი ვარ და არ არის დიდი წნეხი საჭირო ხალხისგანაც და ჟურნალისტებისგან ბიჭებმაც უკეთ იციან თუ რამხელა მნიშვნელობის არის.

იმედი მაქვს  და დარწმუნებული ვარ კარგად გაართმევენ თავს მინდა წარმატებები ვისურვო თითოეულ მათგანს.

უღრმესი მადლობა ინტერვიუსათვის და ბოლო კითხვა რას უსუვრებდით დამწყებ სპორცმენებს რა უნდა გაითვალისწინონ მომავალში?

შენი საქმე უნდა გიყვარდეს პირველ რიგში რასაც აირჩევ და უნდა გაიაზრო რისთვის აკეთებ ამას, რათქმაუნდა თავდაუზოგავი შრომაა საჭიროა და პროფესიონალიზმი.

ყოველთვის უნდა ეცადო მაქსიმუმი გააკეთო და ყოველდღე უნდა უმტკიცო შენს თავს რო მეტი შეგიძლია.

ჩემთვის ამ მხრივ კრიშტიანუ რონალდუ მისაბაძი სპორცმენის განსახიერებაა თუ როგორი უნდა იყოს სპორცმენი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ