Marca.ge ჟურნალისტმა შალვა ქობალიამ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ტორპედოში დაბრუნებულ ოთარ კობახიძესთან.

სადაც მან სამომავლო გეგმებზე და ეროვნული ლიგის სიძლიერეზე ისაუბრა.

რა ასაკში დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და რა იყო თქვენი ბავშობის ოცნება? იყო თუ არა ფეხბურთელობა?

 

საერთოდ ეს ოცნება არ მქონია, თუმცა 6 წლის ასაკში როდესაც, ფეხბურთზე შემიყვანეს, დიდი ფეხბურთის თამაში იყო ჩემი ოცნებაც და მიზანიც.

 

არაერთ ქართულ გუნდში გითამაშიათ და ამჟამად ქუთაისის ტორპედოში დაბრუნდით, როდემდე გაკავშირებთ გუნდთან კონტრაქტი? აპირებთ თუ არა ახლო მომავალში გუნდის შეცვლას?

 

კლუბთან 1 წლიანი კონტრაკტი მაკავშირებს და ამ ეტაპზე მხოლოდ ტორპედოსთან ერთად წარმატებაზე, ტიტულებზე და პირად განვითარებაზე ვფიკრობ.

 

გქონიათ თუ არა სხვა კლუბებიდან შემოთავაზება და რატომ დაბრუნდით ტორპედოში?

 

მოგეხსრნებათ, ზაფხულსში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშების, შემდეგ ტრამვა მივიღე და მთელი მეორე სეზონი გამიცდა, რის გამოც კლუბში თამაში და ქუთაისელი გულშემატკივრის გახარება ვერ მოვახერხე, დიახ, მქონდა რამოდენიმე
გუნდისგან შემოთავაზება, თუმა მინდოდა ყველაფერი დალაგებულიყო და ისევ დავბრუნებულიყავი და აი მეც აქ ვარ…

 

ახლო მომავალში, ხომ არ არის დაგეგმილი ამხანაგური მატჩები და თუ დაგეგმილია ვისთან?

 

როგორც იცით, გარკვეული პრობლემების გამო, გუნდმა შეკრება ახლა დაიწყო და ჯერ არარის ცნობილი.

 

თქვენი აზრით რა იქნება კლუბის მიზანი ამ სეზონში?

 

ჯერ გუნდი ბოლომდე არ დაკომპლექტებულა და მიზანზე არ ვისაუბრებ, თუმცა გეტყვით, რომ თითოეული თამაში გამარჯვება მთავარი მიზანი.

 

წინა წლებთან შედარებით, გაიზარდა თუ არა ეროვნული ლიგის დონე?

 

დიახ, ვფიკრობ 10 გუნდიანი ჩემპიონატი, ყველა თამაში ბუნებრივ საფარზე, ყველა თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია…

 

უღრმესი მადლობა ინტერვიუსთვის და ბოლო კითხვა, რას პირდებით გულშემატკივარს ამ სეზონში?

 

ამ კლუბის ღირსეულად წარდგენას ეროვნულ ლიგაში, რასაც ეს ხალხი და ქალაქი იმსახურებს, მინდა ბევრი წარმატება და გამარჯვება გავიზიარო ამ ხალხთან ერთად!

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ