რა ასაკში დაიწყეთ სპორტული კარიერა და რა იყო თქვენი ბავშობის ოცნება იყო თუარა რაგბის თამაში?

დაახლოვებით 12 წლის ვიყავი როცა რაგბზე შევედი… რაგბი პირველი სპორტი არ იყო რომლითაც დავინტერესდი ვცადე ფეხბურთი და ძიუდო…როცა რაგბზე შევედი რა თქმა უნდა ოცნება იყო ნაკრებში თამაში.

სად დაიწყეთ რაგბის თამაში?

რუსთავის ხარებში და დღესაც იქ ვთამაშობ.

რისი მიღწევას გეგმავ გუნდთან ერთად უახლოეს ხანებში.

ჯერ ტრავმა მაქვს და სამწუხაროდ ვერ ვეხმარები გუნდს…

როდემდე გაკავშირებთ გუნდთან კონტაქტი და აპირებთ თუ არა გუნდის შეცვლას?

2 წლიანი კონტრაქტი მაქვს ჯერ შეცვლაზე ფიქრი ნაადრევია.

როგორ დაახასიათებთ რისთავის სამწვრთნელო შტაბს.მორაგბეებს და გულშემატკივრებს?

მოთამაშეები და მწვრთნელები დიდი ხანია რაც ერთად ვმუშაობთ… ყოველ სეზონზე ბირთვს ვინარჩუნებთ ასე რომ ვთქვათ კარგად ვართ შეთამაშებულები… ზოგადად დიდი 10 განიცდის გულშემატკივართა სიმცირეს… უკეთესი იქნება თუ მეტი ხალხი ივლის შიდა ჩემპიონატის თამაშებზე… ვფიქრობ რუსთავს საკმაოდ აქტიური გულშემატკივარი ჰყავს.

საყვარელი მორაგბე უცხოელი / ქართველი?

ასე ერთ მოთამაშეს ვერ გამოვყოფ… ბევრი მორაგბის თამაში და სტილი მომწონს.

გაიხსენეთ თქვენს კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი.

გამოვყოფდი ჩემს პირველ კეპს ნაკრებში სამოას წინააღმდეგ, უელსთან და იტალიასთან რადგან ასეთი დონის გუნდებთან თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია.

შენი აზრით საქართველოს ნაკრები არის იმ დონეზე რომ 6 ერში ითამაშოს?

მაღალ დონეზე თამაში გუნდებს ეხმარება განვითარებაში… საქართველოსთვის ძალიან კარგი და ხელის შემწყობი იქნება 6 ერის ნაკრებების წინააღმდეგ თამაში.

როგორ შეაფასებდით ნარების გამოსვლას მსოფლიო თასზე.

ვფიქრობ ნაკრების ყველა წევრმა მაქსიმუმი გააკეთა რომ ჩვენთვის სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია მაგრამ ამ ეტაპზე ნაწილობრივ შევასრულეთ… იმედია შემდეგ მსოფლიოზე შევძლებთ

რა გავლენა იქონია მამუკა გორგოძის დაბრუნებამ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებში.

მე არ ვყოფილვა მსოფლიო ჩემპიონატზე და მაგას ვერ გეტყვით.

უღრმესი მადლობა ინტერვიუსათვის და ბოლო კითხვა რას უსუვრებდით დამწყებ სპორცმენებს?

არაფრის… ვუსურვებ მიეღწიოთ სასურველი მიზნისთვის, შრომა არ დაზარებოდეთ და არ დანებდნენ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ