რა ასაკში დაიწყეთ სპორტული კარიერა და რა იყო თქვენი ბავშობის ოცნება იყო თუარა ფეხბურთის თამაში?

 

მეორე კლასიის მოსწავლე ვიყავი როცა დავიწყე ვარჯიში ანუ 7 წლის ასაკში, ბავშობიდან სულ ვოცნებობდი რომ დიდი ფეხბურთი მეთამაშა , ბურთით მეძინა ხოლმე ღამე , ჩემი ოცნება იყო ნამდვილად და მემგონი მივაღწიე ნელნელა ამ ოცნებას .

 

თქვენ ეხლა გორის დილაში თამაშობთ რისი მიღწევას გეგმავ გუნდთან ერთად უახლოეს ხანებში.

 

გორის დილას საკმაოდ კარგი გულშემატკივარი ყავს და არამგონია რომ მათი იმედები ვერ გავამართლოდ , რაც შემეხება მე დიდი შემართებით ვარ მოსული გუნდში რომ აუცილებლად ავიწიოთ ზედა საფეხურებზე და გავხაროთ ჩვენი გულშემატკივრების გულები და სრულიად შიდა ქართლის რადგან ძალიან უყვართ მათ ფეხბურთი.

 

როგორ დაახასიათებთ დილას სამწვრთნელო შტაბს.ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს?

 

გორის დილა ჩემთვის ახალი არ არის , კარგი პერიოდი მაქვს გატარებული აქ , ჩემპიონიც კი გავხდით , მიყვარს აქაური გარემო სამწვრთნელო შტაბი , კარგი მეგობრული ურთიერთობა აქვთ ყველა სპორცმენთან მათ, რაც შეეხება გუნდს საკმაოდ კარგი შეკრული გუნდი ვართ და რაც მთავარია გამარჯვებისკენ მივისწრაფით ყველა ერთად.

 

როდემდე გაკავშირებთ გუნდთან კონტაქტი და აპირებთ თუ არა გუნდის შეცვლას?

 

დილაში ერთ წლიანი კონტრაქტი მაქვს და არვიცი შემდეგ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

 

მოგვიყევი თქვენი კარიერის შესახებ.

 

ჩემი კარიერა დაიწყო ასერომ ვთქვათ მართვეში ქალაქ ქუთაიში , შემდეგ გადავედი ტორპედოში დაახლოებით 2 წელი ვიყავი . შემდეგ ამ წლებს მოყვა უფრო მეტი პერპექტივა და გადავედი სხვადასხვა გუნდებში სადაც არაერთხელ გავხდი ჩემპიონი .

 

დაგვისახელეთ საყვარელი ფეხბურთელები ქართველი და უცხოელიები.

 

ჩემი საყვარელი ქართველი სპორცმენი იყო დავით ყიფიანი , კახი კალახე, და რამოდენიმე კიდე … უცხოეთიდან , პაულო მალდინი და ზინედინ ზიდანი.

 

უღრმესი მადლობა ინტერვიუსათვის და ბოლო კითხვა რას უსუვრებდით დამწყებ სპორცმენებს?

 

დამწყებ სპორცმენებს ვუსურვებ რომ პირველ რიგში ივარჯიშონ მთელი გულით რათა მომავალში მიაღწიონ სასურველ შედეგს და შეძლონ დიდი ფეხბურთის თამაში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ