• სექტემბერი 19, 2021 4:46 pm

გიორგი ჩხაიძე ,,იმას ვპირდები გულშემატკივრებს რომ ღირსეულად შევერკინებთ ნებისმიერ გრანდს და თავაწეულები გამოვალთ მოედნიდან”

 

Marca.ge დაუკავშირდა 2020 წლის  ქალთა საუკეთესო გუნდის მწვრთნელ გიორგი ჩხაიძეს.

 

– როგორ შეაფასებდით ქალთა ეროვნული ლიგის ახალ ფორმატს?

– მინდა იქედან დავიწყო რო ქალთა ლიგა წელს ძალიან დაძაბული იქნება,ეს ყველაფერი გამოიწვია ფორმატის შეცვლამ რასაც მივესალმები,გუნდებს ერთმანეთან 4 ჯერ მოუწევს თამაში და აქედან გამომდინარე ყველა ქულას და გატანილ გოლს დიდი მნიშვნელობა ექნება.

– თქვენივე ხელმძღვანელობით, საფეხბურთო კლუბი ,,ლანჩხუთი” პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც უეფას 2020/21 წლების სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. გეხმარებათ თუ არა ეს გამოცდილება მიმდინარე სეზონში?

-დიახ გეთანხმებით რომ ძალიან  დიდ წარმატებას მივაღწიეთ და დიდი გამოცდილება მივიღეთ,ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ რა არის ჩემპიონთა ლიგა და რა დონის გუნდები და ფეხბურთელები არიან.რა თქმა უნდა მათთან თამაში დიდი გამოცდილებაა და საქართველოს ჩემპიონატში ეს ყველაფერი გამოგვადგება.

– 2018 წლის შემდეგ მუშაობთ ,,ლანჩხუთის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე. თქვენივე ხელმძღვანელობით ,,ლანჩხუთი”ორჯერ დაეუფლა ვერცხლის მედალს, ელოდებით თუ არა წელს ჩემპიონობას?

-,,ლანჩხუთის” ქალთა გუნდან ერთან 2 ჯერ გავედი მე-2 ადგილზე .2-ჯერ ნიკემ გვაჯობა, შემდეგ დავტოვე გუნდი და კაცთა ფეხბურთში გადავბარგდი,რამოდენიმე ხნის შემდეგ მომიწია დაბრუნება და ახლა უფლება არ მაქ რომ ეს შანსი გაუშვა ხელიდან, მხოლოდ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ უფლება არ მაქვს იმედები გაუცრუო ჩემს საყვარელ რაიონს.

– არც თუ ისე დიდი ხანია რაც ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნეთ და მოკლედ რომ გვითხრათ რა მიზნები გაქვთ დასახული ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით?

-დიახ, დაგეთანხმებით რომ ეროვნული ნაკრების პოსტი შემომთავაზესს ,რა თქმა უნდა დავფიქრდი და მას შემდეგ მივიღე გადაწყვეტუილება, ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა და მინდა ამ ყველაფერს თავი გავართვა. ახალ ნაბიჯებს ვდგამ სამწვრთნელო კარიერაში და ამ გამოწვევაზე უარს ვერ ვიტყოდი, რთული ჯგუფი მოგვიწია , თუმცა რას ვიზამთ ეგრე მოხდა. იმას ვპირდები გულშემატკივრებს რომ ღირსეულად შევერკინები ნებისმიერ გრანდს და თავაწეულები გამოვალთ მოედნიდან, ვეცდებით  შარშანდელი შედეგი გამოვასწოროთ რაც ძაან რთული იქნება.ნაკრებში ითამაშებს ის ვინც კარგად გაანალიზებს თუ რა მაისური აცვია და რა ღირსება აქვს ეროვნული ნაკრების მაისურს.

One thought on “გიორგი ჩხაიძე ,,იმას ვპირდები გულშემატკივრებს რომ ღირსეულად შევერკინებთ ნებისმიერ გრანდს და თავაწეულები გამოვალთ მოედნიდან””

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.