• შაბ. აპრ 17th, 2021

ლანა გორგაძე “ძალიან ბევრ გოგოს შეიძლება ჰქონდეს სპორტში კარგი პოტენციალი, მაგრამ ამ სურვილებს ბავშვობიდანვე თრგუნავენ მათში”

რა ასაკში დაიწყეთ ფეხბურთის თამაში? და რა იყო თქვენი ბავშობის ოცნება?

ზუსტი ასაკი არ მახსოვს სიმართლე გითხრათ ძალიან პატარა ვიყავი ბიჭებთან ერთად რომ ვთამაშობდი ეზოში , მაგრამ სერიოზულად როცა დავიწყე დაახლოებით 9 ან 10 წლის ვიქნებოდი სკოლბურთს ვთამაშობდი მარტო მე ვიყავი გუნდში გოგო გუნდში კიარა და საერთოდ მაგ ჩემპიონატში .

ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ.

ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა იყო როდესაც ქალთა ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა საქათველოში პირველად , მაშინ საკმაოდ პატარები ვიყავით და ფინალური შეხვედრა გვქონდა თბილისის ერთერთ საუკეთესო გუნდთან რომელიც ეროვნული ნაკრებში მოთამაშე გოგონებით იყო დაკომპლექტებული , პირველი ტაიმი 1:0 ვითამაშეთ ჩვენს სასარგებლოდ მაგრამ მეორე ტაიმში გვაჯობეს და 3:1 წავაგეთ .

ყოფილა თუ არა ისეთი თამაში რომელიც მარცხით დასრულდა და თქვენს კარიერაზე ზეგავლენა მოახდინა?

2018 წელს  30 ივლისს საქართველოს ჩემპიონატში თბილისის ნიკესთან გვქონდა თამაში სადაც 3:1 დავმარცხდით და თუ ზუსტად მახსოვს 7_ე თუ 8_ე წუთზე მუხსლში მომხვდა და გადამიბრუნდა , მენისკი გამეგლიჯა და მყესებიც დამიზიანდა ამის შემდეგ გავიკეთე ოპერაცია და დღემდე რეაბილიტაციის პროცესში ვარ .

თქვენი ამჟამინდელი გუნდი და რომელ გუნდში ისუვრებდით თამაშს და ვისთან ერთად.

ეხლა ვთამაშობ ქუთაისის მართვეში ამეტაპზე არსად გადასვლაზე არ ვფიქრობ, საბედნიეროდ ძალიან გამიმართლა ჩემს გუნდელებში ყველაზე კარგად თავს მათთანერთად ვგრძნობ და ზუსტად ვიცი რომ ვერცერთის გარეშე ვერსად ისე ვერ ვითამაშებ როგორც მათთანერთად .

ვიცით რომ საქართვრლოს ნაკრებში გითამაშიათ და რამდენ შეხვედრაში მიიღეთ მონაწილეობა და რომელი ტურნირის მოგება გაგიხარდებოდათ ყველაზე მეტად ნაკრების მაისურით.

დიახ  ნაკრებშიც მითაამაშია დაახლოებით 10 ან 15 შეხვედრა ზუსტად არმახსოვს სიმართლე რომ გითხრათ შეიძლება მეტჯერაც . ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვაც ძალიან გამახარებდა.

როგორ ხვდება საზოგადოება იმ ფაქტს რომ ქალი ფეხბურთელი ხართ.ახდენს თუ არა თქვენი კარიერა პირად ცხოვრებაზე გავლენას?

როგორც წესი, საზოგადოებისგან ძირითადად მხოლოდ ეს მესმის, ვა ქალი და ფეხბურთი ? ! ქალს ფეხბურთში რაუნდა?! მეტი საქმე არ გაქვს ?! ქალების ფეხბურთი საერთოდ არსებოობს ? ! სხვა რამე უფრო ნაზი სპორტი რომ გეცადა ?! , რაც შეეხება პირად ცხოვრებაზე გავლენის მოხდებას არ მახსენდება ალბათ იმიტომ რომ არ ყოფილა მსგავსი ფააქტი.საქართველოში და არა მარტო აქ, საკმაოდ მკაცრადაა განსაზღვრული გენდერული როლები და საქმიანობის სფეროები. ერთ-ერთ გენდერულ სტერეოტიპს მიეკუთვნება მოსაზრება, რომ სპორტი და ფეხბურთი ქალების საქმე არაა. ეს განწყობები აისახება კიდეც ამ სფეროში მოღვაწე გოგოების მდგომარეობაზე,        დაფინანსებაზე და ა. შ.

სინამდვილეში, ძალიან ბევრ გოგოს შეიძლება ჰქონდეს სპორტში კარგი პოტენციალი, მაგრამ ამ სურვილებს ბავშვობიდანვე თრგუნავენ მათში.

უღრმესი მადლობა ინტერვიუსთვის და ბოლო კითხვა რას უსუვრებდით დამწყებ ქალ სპორცმენებს?

დამწყებ ქალ სპორტსმენებს ვუსურვებ რომ არ დაემორჩილონ არსებულ გენდერულ წესრიგს და გავრცელებულ მოსაზრებებს. ბოლომდე იბრძოლონ თავიანთი მიზნებისა და ოცნებებისთვის სხვადასხვა ბარიერის მიუხედავად. სპორტში ქალების აქტიურობასა და გაძლიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შესაძლებელი იქნება გადაიხედოს ამ სფეროსადმი არაჯანსაღი განწყობების შეცვლა. ასევე, ყველას გოგოს ხმა მნიშვნელოვანია არსებული უთანასწორო და უსამართლო პირობების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ფოტო მოწოდებულია ანანო სურმავას მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.