• სამ. მაი 11th, 2021

მარიამ მამნიაშვილი “ჩვენ გუნდს მინიმუმი ნამდვილად არ აკმაყოფილებს”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “ნიკეს” თავდამსხმელს, მარიამ მამნიაშვილს,მას რამდენიმე კითხვა დაუსვა და სრულყოფილი პასუხებიც მოგვაწოდა.

-რას ნიშნავს თქვენთვის ფეხბურთი და რა ასაკიდან დაიწყეთ თამაში? -ფეხბურთი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, 8წლიდან დავიწყე თამაში

-როგორია თქვენი აზრით ახალგაზრდული ფეხბურთი? -ბოლო წლებში ახალგაზრდული ფეხბურთი განვითარების ახალ საფეხურზე ავიდა რაც ძალიან სასიხარულოა და ვთვლი რომ ახალგაზრდული ფეხბურთის ხელშეწყობით წინ უამრავი სიახლე და წარმატება გველის.

-რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ფეხბურთთან დაკავშირებით? -პირველ რიგში მინდა ჩემს გუნდთან ერთად კიდევ გავხდეთ საქართველოს ჩემპიონები, ვივარჯიშო გაძლიერებულად და პირად წარმატებებსაც მივაღწიო

-რომელ პოზიციაზე თამაშობთ და რამდენად რთულია? -კარგი და სწორი ფეხბურთის თამაში ნებისმიერ პოზიციაზე რთულია, მე თავდამსხმელის პოზიციაზე ვთამაშობ.

-შეაფასეთ თქვენი გუნდი? -ჩემი გუნდი ,,ნიკე” ნამდვილად საუკეთესოა, გუნდში არის შრომისმოყვარეობა, ერთსულოვნება და თავდაუზოგავობა, რაც შედეგზე მუდმივად აისახება.

-წლევანდელ სეზონში, თქვენი აზრით, რა იქნება თქვენი გუნდის მინიმუმი და მაქსიმუმი? -ჩვენ გუნდს მინიმუმი ნამდვილად არ აკმაყოფილებს, მაქსიმუმი კი კიდევ ერთხელ საქართველოს ჩემპიონობა და ლიგაზე წარმატებით ასპარეზობა იქნება.

-ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ფეხბურთის მიმართ? -ვფიქრობ, ქალთა ფეხბურთში ინვესტირება ძალიან მომგებიანი იქნება, სწორად აღზრდილ ფეხბურთელთა ობიექტური პიარი კი პოპულიზაციის საუკეთესო საშვალებად მიმაჩნია.

-და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის გულშემატკივრებს? -პირველ რიგში, მოვუხდი მადლობას, ერთგულებისთვის და გავაკეთებთ მაქსიმუმს მათი იმედების  გასამართლებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.