• პარ. აგვ 6th, 2021

ლანა გორგაძე”ჩვენ ვიბრძოლებთ გურგესთვის”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “მართვეს” თავდამსხმელს, ლანა გორგაძეს, ძალიან კარგი და ვრცელი ინტერვიუც მოგვცა.

რა ასაკიდან დაიწყეთ თამაში და რას ნიშნავს თქვენთვის იყო ფეხბურთელი?  ფეხბურთის თამაში 9 წლიდან დავიწყე, ფეხბურთელობა ჩემთვი ნიშნავს პასუხისმგებლობას საკუთარ თავთან, ჩემს გუნდთან და გულშემატკივრებთან , არ არსებობს სამყაროში ამაზე კარგი რამ ჩემთვის პირადად რაც ოდესმე შემიცვლის ფეხბურთისადმი დამოკიდებულებას.

რა არის თქვენი მიზანი, ოცნება, საფეხბურთო საქმიანობაში?  ჩემი ოცნებაა ალბათ როგორც ყველა ფეხბურთელის , ვიყო წარმატებული ფეხბურთელი .

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და რამდენად რთულია? ამეტაპზე თავდამსხმელის პოზიციაზე ვთამაშობ და საკმაოდ რთულია მითუმეტეს იმის ფონზე რომ ამ პოზიციაზე ჯერ კიდევ არ ვარ მიჩვეული თამაშშს რადგან აქამდე ძირითადად შუა ნახევარ მცველის პოზიციაზე ვთამაშობდი.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ფეხბურთთან დაკავშირებით? მინდა რომ თამაში გავაგრძელო და ჩენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა შევძლო რათქმაუნდა თანასწორ პირობებში. ამასთან ერთად ქალთა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით მაქვს გეგმებიც.

როგორია თქვენი აზრით ახალგაზრდული ფეხბურთი? ახალგაზრდული ფეხბურთი არ არის განვითარებული სათანადოდ, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით რეგიონებში, არ არსებობს საფეხბურთო წრეები და მოედნები სპეციალური აღჭურვილობით, რაც ბავშვებში აღძრავდა ფეხბურთის თამაშის მოტივაციას და ამ სფეროში თვითრეალიზების სურვილს.

ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ფეხბურთის მიმართ? ქალთა ფეხბურთი დღითიდღე პოპულარული ხდება, თუმცა საერთაშორისო დონეზეც აღნიშნავენ ქალები ფეხბურთში გავრცელებულ უთანასწორობას და რესურსების არათანაბარ გადანაწილებას.
იმისთვის, რომ საქართველოში ქალთა ფეხბურთი იყოს აღიარებული და სხვებისთვისაც მიმზიდველი, მნიშვნელოვანია რომ გამოვასწოროთ ფეხბურთში სქესის ნიშნით უთანასწორობა და შევქმნათ ღირსეული შრომის და ანაზღაურების პირობები ქალი ფეხბურთელებისთვის.

შემოთავაზების შემთხვევაში გადახვიდოდით თუ არა სხვა გუნდში? მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა .

როგორ შეაფასებთ თქვენ გუნდს? ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდელები არიან ადამიანები, ვისთან ერთადაც ვსწავლობ, ვიზრდები, ვვითარდები და ვბრძოლობ უკეთესი მომავლისთვის და უკეთესი პირობებისთვის, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა ფეხბურთელი ქალისთვის, ვინც თვალს უსწორებს და გამოცდის უსამართლობას.
ჩემი გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს და მჯერა, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ გურგესთვის . რადგან ჩვენ უპირობო სიყვარულით და მეგობრობით ვართ დაკავშირებულები.

და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის გულშემატკივრებს? ჩემს გულშემატკივრებს, პირველ რიგში მადლობას ვეტყოდი, რადგან არცერთ კრიტიკულ მომენტში არ მივუტოვებივართ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.