• პარ. აგვ 6th, 2021

ნუცა სირაძე”შრომა იმისთვის რომ ნაკრებში მოვხვდე”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “კვარტალის” თავდამსხმელს, ნუცა სირაძეს. საინტერესო ინტერვიუც მოგვცა.

რა ასაკიდან დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და რას ნიშნავს თქვენთვის იყო ფეხბურთელი? მე 11 წლის ასაკში დავიწყე, რაც იმას ნიშნავს რო მიზანდასახულად ვუყურებდი საფეხბურთო კარიერას ,რათქმაუნდა ფეხბურთი მიზიდავდა და ინტერესით ვადევნებდი თვალს თამაშებს და ფეხბურთელებს.

რა არის თქვენი მიზანი, ოცნება, საფეხბურთო საქმიანობაში? ჩემს სურვილს ოცნებას ვერ ვუწოდებ, რადგან თავდაუზოგავი შრომით და მიზანდასახულობით ყველაფერი შესაძლებელია, რათქმაუნდა მინდა რომ ნაკრებში მოვხვდე და ერთერთი წარმატებული მოთამაშე ვიყო.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და რამდენად რთულია? მე ვთამაშობ ერთ-ერთ არც თუ ისეთ ადვილ პოზიციაზე, ვარ თავდამსხმელი, რაც იმას ნიშნავს, რომ კორდინააციას კარგად უნდა ფლობდე, უნდა შეგეძლოს მეტოქის”მოტყუება” და რაც მთავარია შეტევების გოლით დასრულება.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ფეხბურთთან დაკავშირებით? ჩემი სამომავლო გეგმა არის რათქმაუნდა შრომა,შრომა და შრომა იმისთვის რომ ნაკრებში მოვხვდე.

როგორია თქვენი აზრით ახალგაზრდული ფეხბურთი? ახალგაზრდული ფეხბურთი არის მეტად საინტერესო,რადგან საქართველოშიც და თუნდაც საზღვარგარეთ ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომლებსაც აქვთ შანსი, რომ რამოდენიმე წელიწადში ტელეეკრანზე ვიხილოთ.

ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ფეხბურთის მიმართ? ჩემი აზრით საქართველოში მეტად უნდა აქცევდეს სპორტის სამინისტრო,კომიტეტი ყურადღებას, მეტად უნდა დააფასონ თავდაუზოგავი შრომა ფეხბურთელების, მეტი უნდა გააგებინონ მოსახლეობას ფეხბურთის შესახებ და მისი დადებითი მხარეების შესახებ.

შემოთავაზების შემთხვევაში გადახვიდოდით თუ არა სხვა გუნდში?ჩემს სიტუაციაში გააჩნია გუნდს და გააჩნია შემოთავაზებას.

როგორ შეაფასებთ თქვენ გუნდს?ბევრი ახალი ფეხბურთელია გუნდში, რაც იმას ნიშნავს რო შეთამაშება გვაკლია, რისთვისაც დრო და შრომაა საჭირო რათქმა უნდა.

და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის გულშემატკივრებს?ჩემი გუნდის გულშემატკივარს და სრულიად ქალთა ფეხბურთის გულშემატკივრებს, ვეტყოდი რომ არ გააცდინონ თამაშები, საოცრად საინტერესო თამაშები და სრულიად საინტერესო სეზონი ელოდებათ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.