• სექტემბერი 16, 2021 9:34 pm

მაიკო ნასყიდაშვილი”ცენტრალური ნახევარმცველი”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “გორი იუნაიტედის” ცენტრალურ ნახევარმცველს მაიკო ნასყიდაშვილს, მან ჩვენი კითხვები შეაჯამა და შეჯამებული სახით გაგვცა პასუხიც.

რას ნიშნავს თქვენთვის ფეხბურთი და რა ასაკიდან დაიწყეთ თამაში?როგორია თქვენი აზრით ახალგაზრდული ფეხბურთი?შეაფასეთ გასული სეზონი?რომელ პოზიციაზე თამაშობთ და სხვა პოზიციაზე თუ გითამაშიათ? წლევანდელ სეზონში, თქვენი აზრით, რა იქნება თქვენი გუნდის მინიმუმი და მაქსიმუმი?ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე იდღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ფეხბურთის მიმართ?და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის მხარდამჭერებს?

ფეხბურთის თამაში დავიწყე 12 წლიდან ხაშურის ქალთა გუნდში მანამდე ვთამაშობდი ბიჭებთან, დღეს ახალგაზრდებს და მოზარდებს აქვთ იმის შესაძლებლობა რომ გოგოებთან ივარჯიშონ ითამაშონ და ისიამოვნონ ფეხბურთით შედარებით უკეთესი პირობები აქვთ ვიდრე ეს იყო ჩემს ბავშობაში და ძალიან მიხარია, გასულ სეზონში მე ვითამაშე გორი უნაიტედში ჩვენ მოვხვდით იმ 8 კლუბში რომელიც წელს ქალთა უმაღლეს ლიგას თამაშობს და ამით კმაყოფილი ვარ ,მე ვთამაშობ ცენტრალური ნახევარმცველია პოზიციაზე (გამთამაშებელი) ასევე მითამაშია ჩამშლელად , წლევანდელი სეზონშიც ასევე პირადად ჩემს გუნდს უსურვებ რო მაქსიმალურად ეცადონ რო დარჩნენ უმაღლეს ლიგაში ჩემს გუნდს აქვს ამის შესაძლებლობა და მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ეს შანსი მე წელს ჩემს გუნდს ვერ ვეხმარები გარკვეული (ჩემთვის სასიხარულო მიზეზის გამო) მაგრამ მთელი გულით მათთან ვარ , საქართველოს ფეხბურთის მიმართ ინტერესები გაზარდა ქალთა საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთმა თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს და შედეგიც ანახეს ყველას ამის შემდეგ წამოვიდა ინტერესები, დადებითი რეაქციები და სიყვარული რაც მთავარია ქალთა ფეხბურთის მიმართ ასევე გამოჩნდნენ სპონსორები საქართველოში რაც აქამდე ყველასთვის უცხო იყო და გასაკვირი რადგან ქალთა ფეხბურთი ნაკლებად პოპულარული იყო საქართველოში, როგორც ლანჩხუთმა იგივე უნდა გააკეთოს ყველა კლუბმა ვინც საქართველოს ჩემპიონი გახდება დადოს მაქსიმუმი ეს იქნება მთლიანად საქართველოს წარმატება , ყველა გუნდს წარმატებას უსურვებ წლევანდელ სეზონში , ჩემი გუნდის მხარდამჭერებს ძალიან დიდ მადლობას უხდიიი და წარმატებას უსურვებ გორი იუნაიტედს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.