• სექტემბერი 19, 2021 5:35 pm

ელენე ჩიქოვანი “გასული სეზონი ჩემთვის პირველი ჩემპიონატი იყო”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “კვარტალის” ცენტრალურ ფორვარდს ელენე ჩიქოვანს და საინტერესო ინტერვიუ გააკეთა.

რას ნიშნავს თქვენთვის ფეხბურთი და რა ასაკიდან დაიწყეთ თამაში? ფეხბურთის თამაში დავიწყე 6-7 წლის ასაკიდან და ჩემთვის ჩემთვის ფეხბურთის თამაში ცხოვრებისეულ რიტმს ნიშნავს.

როგორია თქვენი აზრით ახალგაზრდული ფეხბურთი? ახალგაზრდა ენერგიული, პერსპექტიული ბავშვებისგან შემდგარი გუნდები

რა როლს თამაშობს ფეხბურთი სკოლის საერთო სურათში? ვფიქრობ ფეხბურთი არამარტო სკოლის არამედ მსოფლიო საერთო სურათში თამაშობს მნიშვნელოვან როლს.

რომ არა ფეხბურთი, რომელიმე სხვა სპორტული კუთხით თუ წახვიდოდით?ზოგადად სპორტი ძალიან მიყვარს მაგრამ ფეხბურთი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მინდა ბოლომდე გავყვე.

შეაფასეთ გასული სეზონი? გასული სეზონი ჩემთვის პირველი ჩემპიონატი იყო და მას დადებითად ვაფასებ.

პირადად თქვენი სამომავლო გეგმები რა არის ფეხბურთთან დაკავშირებით? მინდა, რომ მეტ წარმატებას მივაღწიო და დიდი სურვილი მაქვს ევროპის რომელიმე გუნდში ვითამაშო.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და სხვა პოზიციაზე თუ გითამაშიათ? ყველა პოზიციაზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ეხლა ცენტრალური ფორვარდი ვარ.

წლევანდელ სეზონში, თქვენი აზრით, რა იქნება თქვენი გუნდის მინიმუმი და მაქსიმუმი? მაქსიმალურად ვართ მოტივირებულები და მიმართულები თამაშებზე, აქედან გამომდინარე ჩვენთვის მინიმუმი არ არსებობს, ამიტომ ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ.

ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ფეხბურთის მიმართ? კარგი იქნება თუ იარსებებენ მეტი გუნდები.. იქნება მაყურებლის მეტი ინტერესი და მხარდაჭერა,იქნება მეტი საფეხბურთო სკოლა… რაც გაზრდის კონკურენციას და დიდ გამარჯვებებამდე მიგვიყვანს.ამ მხრივ ძალიან სასიხარულოა ლანჩხუთის ქალთა გუნდის წარმატება.

რას ეტყოდით თქვენი გუნდის მხარდამჭერებს? ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ყველას, რომ გვერდში გვიდგანან, გვამხნევებენ და გვგულშემატკივრობენ, ამით ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევენ და უფრო დიდი შემართებით ვთამაშობთ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.