• კვი. აგვ 1st, 2021

ლიზი ცაავა”მიცნობდეს, ვუყვარდე და ამაყობდეს ხალხი ჩემით”

Marca. ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “მართვეს” მარჯვენა ნახევარმცველ ლიზი ცაავას, ძალიან კარგი და საინტერესო ინტერვიუ მოგვცა.

რა ასაკიდან დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და რას ნიშნავს თქვენთვის იყო ფეხბურთელი? ფეხბურთის თამაში 13 წლის ასაკში, ბიჭების გუნდში დავიწყე, რადგან მარტვილში არ იყო ქალთა გუნდი. ჩემთვის ფეხბურთი არის არა მარტო სპორტი, ეს არის ფენომენი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ხოლო ვიყო ფეხბურთელი ნიშნავს, რომ მივაღწიო ჩემს მიზნებს და დავდო მაქსიმალური შედეგი ჩემი გუნდისთვის.

რა არის თქვენი მიზანი, ოცნება, საფეხბურთო კუთხით? ზოგადად არ ვოცნებობ, მაქვს მიზანი, ჩემი მიზანია, გავხდე პროფესიონალი ფეხბურთელი, მიცნობდეს, ვუყვარდე და ამაყობდეს ხალხი ჩემით.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და რამდენად რთულია? ვარ მარჯვენა ნახევარმცველი, თუმცა გუნდის საჭიროების შემთხვევაში ყველა პოზიციაზე შემიძლია თამაში.

როგორ შეაფასებთ გასულ სეზონს?  2020 წელს პირველად მივიღე მონაწილეობა ქალთა ჩემპიონატში, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, საბოლოო ჯამში არც თუ ისე კარგი სეზონი გამოვიდა.

ახლანდელ სეზონში რა იქნება თქვენი გუნდის მინიმუმი და მაქსიმუმი? ახალ სეზონს ახალ გუნდით, ახალი მოტივაციით შევხვდი. მართალია ორი მატჩის ანგარიშით მეექვსე ადგილზე ვართ, თუმცა ყველაფერი წინ გვაქვს, მაქსიმალურად შევეცდებით დავდოთ მაქსიმალური შედეგი.

შემოთავაზების შემთხვევაში გადახვიდოდით თუ არა სხვა გუნდში?  კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთ გავიდოდი.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ფეხბურთთან დაკავშირებით?  სამომავლო გეგმა, კიდევ უფრო მეტი ვარჯიში და გაძლიერებაა, ძალიან მინდა ქალთა ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა.

ბოლო პერიოდში ქალთა ფეხბურთმა საგრძნობი პროცესი განიცადა, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? დღეს ქალთა ფეხბურთი პერსპექტიულია. წინა პლანზე მოდის, უფრო და უფრო იზრდება ხალხის ინტერესი. უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ქალ ფეხბურთელებს, რაც ნამდვილად სასიხარულოა.

და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის გულშემატკივრებს? ჩემი გუნდის გულშემატკივრებს ვეტყოდი, რომ ყველაფერი წინ გვაქვს, მე და ჩემი გუნდელები ძალიან მოტივირებულები ვართ, გვაქვს სათამაშო განწყობა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავდოთ კარგი შედეგი. წარმატებას ვუსურვებ ჩემს გუნდს. #წინმართვე

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.