• ნოემბერი 29, 2021 11:26 am

მარი ბეგიაშვილი “ყოველ ჯერზე ვვითარდებით”

Marca. ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “ნორჩი დინამოს” ფეხბურთელ მარი ბეგიაშვილს და მას რამოდენიმე კითხვა დაუსვა.

რამდენი წლის იყავით ფეხბურთის თამაში რომ დაიწყეთ?  პირველად ფეხბურთზე რომ შევედი 14 წლის ვიყავი.

რატომ გადაწყვიტეთ რომ გამხდარიყავით ფეხბურთელი?  ბავშვობიდან მომწონდა ეს სპორტი.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და რამდენად რთულია? მარჯვენა მცველი/მარჯვენა ნახევარმცველი, თავის მხრივ ყველა პოზიცია რთულია, მაგრამ ეს არც ისე.

შეაფასეთ გასული სეზონი, რამდენად წარმატებული იყო თქვენთვის? ცუდი სეზონი არიყო, მაგრამ რათქმაუნდა უკეთესიც შეიძლებოდა.

როგორ ფიქრობ, ახლანდელ სეზონში რა იქნება შენი, ასევე თქვენი გუნდის მინიმუმი და მაქსიმუმი?  ყველაფერი სეზონის ბოლოს გამოჩნდება.

რა არის თქვენი მიზანი, ოცნება, საფეხბურთო საქმიანობაში? ჩემი მიზანია გავხდე წარმატებული და სამაგალითო ფეხბურთელი.

ვინ არის თქვენი საყვარელი მოთამაშე კაცი /ქალი არაქვს მნიშვნელობა, საყვარელი გუნდი? საყვარელი გუნდი ბარსელონაა, საყვარელი ფეხბურთელი ბიჭებიდან მესი, გოგონებიდან ალექს მორგანი.

ფეხბურთის თამაშის და ვარჯიშის გარდა თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული? ვვარჯიშობ დამატებით და დანარჩენ დროს ვატარებ მეგობრებთან.

როგორ შეაფასებდით თქვენ გუნდს? ყოველ ჯერზე ვვითარდებით და უკეთესი შედეგის დასადებად ვიბრძოლებთ.

და ბოლოს რას ეტყოდით თქვენ გულშემატკივრებს? მადლობა მხარდაჭერისთვის და ყველაფერს ვიზამთ, რომ მათ იმედები არ გავუცრუოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.