• სამ. მაი 11th, 2021

თაკო მოდებაძე “ჩემი მიზანია ვიყო წარმატებული”

Marca. ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “გორი იუნაიტედის” მარჯვენა ნახევარმცველს თაკო მოდებაძეს და მასთან საინტერესო ინტერვიუ გააკეთა.

რა ასაკიდან დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და მიზეზი თუ რატომ გადაწყვიტეთ ფეხბურთელობა? 10 წლის ვიყავი როცა დავიწყე თამაში, რადგან ჩემი მოტივაცია იყო ჩემი ძმა.

რას ნიშნავს თქვენთვის ფეხბურთი?  ჩემთვის ეს მთელი ცხოვრებაა და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

რა არის თქვენი მიზანი, ოცნება, საფეხბურთო საქმიანობაში?  ჩემი მიზანია ვიყო წარმატებული ფეხბურთელი და ჩემი შრომით კი გავხდე საუკეთესო.

ვინ არის თქვენი საყვარელი მოთამაშე კაცი /ქალი არაქვს მნიშვნელობა, საყვარელი გუნდი რომელია?  ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი არის მეგან რაპინო, საყვარელი გუნდი კი ბარსელონა.

რომელ ქართულ ქალთა გუნდში ისურვებდით თამაშს?  სადაც ვისურვე სწორედ იმ გუნდში ვარ.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ და რამდენად რთულია?  მარჯვენა ნახევარმცველი, ყველა პოზიცია თავისებურად რთულია, მაგრამ თავს მშვენივრად ვართმევ.

ფეხბურთის თამაშის და ვარჯიშის გარდა თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული?  ვცდილობ თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად გავატარო.

ახლანდელ სეზონში რა იქნება როგორც პირადი ასევე თქვენი გუნდის მინიმუმი და მაქსიმუმი?  ვცდილობთ ჩვენი შრომით მაქსიმუმი დავდოთ და აუცილებლად გამოგვივა.

როგორც ვიცით ახლახანს გადმოხვედით “გორი იუნაიტედის” გუნდში, როგორ შეაფასებთ ახალ გუნდს? დიახ წელს გადმოვედი ამ გუნდში და რაც შეეხება შეფასებას, რომელ გუნდებშიც მითამაშია გორი იუნაიტედი შეუფასებელია მათთან.

და ბოლოს რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს?  საუკეთესო გულშემატკივრები მყავს და მინდა მათ მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, მათ გარეშე მე არ ვიქნებოდი ის რაც დღეს ვარ, დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს გულშემატკივრებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.