• კვი. აპრ 11th, 2021

თაკო ცაგურია “ძალიან მოტივირებულები ვართ. მთელი ძალღონით ვემზადებით თამაშებისა და ჩემპიონობისთვის.”

Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბი “მართვეს” მეკარეს თაკო ცაგურიას და მას წინასაზენონოდ რამოდენიმე კითხვა დაუსვა.

დაიწყეთ თუ არა ახალი სეზონისთვის მზადება გუნდმა და როგორი განწყობაა გუნდში?

დიახ, ახლა 1-ში დავიწყეთ, ძალიან მოტივირებულები ვართ. მთელი ძალღონით ვემზადებით თამაშებისა და ჩემპიონობისთვის.

როგორც ვიცით თქვენ გქონდათ ტრავმა.როგორია თქვენი მდგომარეობა ახლა?

დიახ, დაახლოებით 2 წლის წინ მივიღე მუხლის ტრავმა, მაგრამ ახლა კარგად ვგრძნობ თავს, აღარ მაწუხებს. თუმცა მაინც ვუფრთხილდები.

როდემდე გაკავშირებთ გუნდთან კონტრაქტი? აპირებთ თუ არა გუნდის შეცვლას?

1 წლიანი კონტრაქტი მაქვს. რაც შეეხება სხვა გუნდებს არის ტრანსფერები. ვნახოთ რა მოხდება ახლო მომავალში, დრო გვიჩვენებს ყველაფერს.

ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება.
თქვენი აზრით, როგორ უნდა აიწიოს ჩემპიონატის დონემ და როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ქალთა ფეხბურთის მიმართ?

რა თქმა უნდა, ყოველდღიურად უფრო მეტი თამაშის მსურველია, მაგრამ ჯერჯერობით არაა იმდენად დიდი მოტივაცია, რომ მსურველები უფრო მეტად დაინტერესდნენ. ხშირად ფეხბურთელებს შორი მანძილიდან საკუთარი ხარჯებით უწევთ ვარჯიშზე ჩამოსვლა, ეს ბევრისთვის ძალიან რთულია. ამიტომ საჭიროა ფედერაციამ და სხვა დამფინანსებლებმა უფრო კარგი პირობები შეუქმნან ქალთა გუნდს მოტივიაციისათვის.

რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივარს?

მათი გვერდში დგომა არის დიდი მოტივაცია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, თითოეული ფეხბურთელისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.