marca.ge ესაუბრა შერეული ორთაბრძოლების ახალგაზრდა და წარმატებულ სპორტსმენს ნიკოლოზ აბრამიშვილს. მან ჩვენს მიერ დასმულ რამდენიმე კითხვას უპასუხა.
-ნიკა პირველ რიგში გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას და მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის. ხართ საკმაოდ ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენი, მოგვიყევით თუ როდიდან დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?
-ეს სპორტი დავიწყე 11 წლის ასაკიდან და 7 წელია რაც ვვარჯიშობ. გამოვდიოდი სამოყვარულოში. საკმაოდ ბევრი მიღწევა მაქვს საქართველოს მასშტაბით და სულ რაღაც 2-3 თვეა რაც პროფესიონალებში გადავედი. ჩავატარე 2 ჩხუბი, ორივე გამარჯვებით დავასრულე საქართველოს ჩემპიონატზე
-საინტერესოა, რა თვისებებით გამოირჩევით, როგორი ბუნების ხართ?
-ვარ საქმისადმი ერთგული, შრომისმოყვარე, მიზანდასახული ადამიანი.
-ფაქტია, რომ სპორტს დიდ დროს უთმობთ შედეგებიდან გამომდინარე, რა ადგილი უჭირავს სპორტს თქვენს ცხოვრებაში?
-სპორტს უდიდესი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში და ამ საქმის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნიაა ჩემი თავი.
-რა არის თქვენი ცხოვრების კრედო,მიზანი…
-ჩემი ცხოვრების მიზანი და კრედო არის UFC ჩემპიონობა.
-მოგვიყევით გუშინდელი ემოციების შესახებ…
-გუშინდელი დღე საკმაოდ ემოციური იყო ჩემთვის, რადგან შევძელი და დავამარცხე საკმაოდ გამოცდილი მებრძოლი რომელიც 15 წლით უფროსი იყო ჩემზე, რა თქმა უნდა ჩემი დიდი შრომისა და საუკეთესო მწვრთნელების დამსახურებით.
-რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ სპორტის კუთხით?
-ჯერჯერობით საქართველოს ჩემპიონატის მოგებაა ჩემი მიზანი და შემდგომ უცხოეთში ერთ-ერთ კარგ ორგანიზაციაში ჩხუბი სანამ UFC ან Bellator ის გზას დავადგები.
-ნიკოლოზ, რას ურჩევდით ახალგაზრდა, დამწყებ სპორტსმენებს?
-ახალგაზრდებს ვურჩევდი რომ დაისახონ ცხოვრებისეული მიზანი და საკუთარი თავი გადადონ ამ მიზნისთვის!
-გმადლოთ. გისურვებთ წარმატებებს.