• კვი. აპრ 11th, 2021

“ამირხანაშვილი პანაშვიდიდან ცოცხით გამოაგდეს, რატომ დატოვეო…” – რა წერილს აგზავნიან შაქარაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულები ციხიდან?

“ტვ პირ­ველს” გლ­და­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­სა­მარ­თლე­ბულ­მა არ­ჩილ გაგ­ნი­ძემ, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­მა და ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­მა წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნეს.

ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ან და მო­სა­მარ­თლემ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი იმის გამო გა­მო­ი­ტა­ნა, რომ და­წი­ნა­ურ­დეს.

“გუ­შინ­დე­ლი გა­ნა­ჩე­ნი იყო უკა­ნო­ნო, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი უსინ­დი­სო­ბა, რო­მე­ლიც სტუ­რუ­ამ მო­იყ­ვა­ნა სის­რუ­ლე­ში და რა­ტომ გა­ა­კე­თა, ამა­ზე ნა­თე­ლია პა­სუ­ხი.

ეს საქ­მე არის რე­ზო­ნან­სუ­ლი, ხალ­ხი ითხოვ­და პა­სუხს იმა­ზე, თუ რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი. იმის მა­გივ­რად, რომ ბი­ძი­ნა სტუ­რუ­ას სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მან­ტია არ­ჩია და თვა­ლით რომ არ გვი­ნა­ხავს ისე­თი ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ გვცნო. მინ­და მივ­მარ­თო იმ ხალ­ხს, ვი­საც ჯან­სა­ღი აზრი გა­აჩ­ნია, გა­მო­დით და გა­აპ­რო­ტეს­ტეთ. რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის თქვე­ნი შვი­ლე­ბი, შე­საძ­ლოა ამ დამ­პა­ლი სის­ტე­მის მსხვერ­პლი გახ­დეს” – ნათ­ქვა­მია ვახო ჩი­ქო­ვა­ნის წე­რილ­ში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.