• კვი. აპრ 11th, 2021

ბარსელონას ახალი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას პირველი განცხადება

ლაპორტამ პირველი განცხადებაც გააკეთა.

“საღამო მშვიდობისა ყველას. დიდი მადლობა მოლოცვებისთვის. მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მადლობა ჩემს გუნდს, მოხალისეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა. ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე გრძელი საარჩევნო კამპანია იყო. მადლობა ყველას. მადლობა იოჰან კრუიფს, რომელიც ჩვენთან აღარაა. ჩვენ კრუიფისტები და ბარსელონისტები ვართ. მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს. არჩევნებში მონაწილეობა ბევრმა ადამიანმა მიიღო. მადლობა მედიას, რომელიც მთელი კამპანიის დროს პროფესიონალურ დონეზე იყო.

ეს არის არჩევნები, რომლის გამოც ჩვენ ვართ მეტი, ვიდრე კლუბი. კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები შუა პანდემიის დროს.

20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მესი ჩვენთანაა. დღეს კი ვნახეთ, როგორ აძლევდა ის ხმას. მსოფლიოსა და ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელი… შვილთან ერთად. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ლეოს “ბარსა” უყვარს!

ჩვენ დიდი ოჯახი ვართ, საკუთარ თავს კლუბს მივაკუთვნებთ და მნიშვნელოვანი გამოწვევებისთვის მზად ვართ. აღსავსენი ვართ ოპტიმიზმითა და პასუხისმგებლობით. ჩვენ წარმატებებს მივაღწევთ!

“ბარსელონაში” ბედნიერებას დავაბრუნებთ. სირთულეებს დავძლევთ. ამ კლუბის მესაკუთრეები ისევ გულშემატკივრები იქნებიან.

მინდა აპლოდისმენტებით შევეგებოთ ჩვენს კონკურენტებს – ფონტს, ფრეიშასა და მათ გუნდებს.

– განაცხადა ლაპორტამ ჩახლეჩილი ხმით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.