“ჩემი შვილის საფლავზე ამ დრომდე ხალხის ნაკადი არ წყდება, თქვენ საფლავზე კი ძაღლიც კი არ მივა”- ამ სიტყვებით მიმართა გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლმა, საკუთარი შვილის მკვლელობაში ბრალდებულებს.

თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლის დაკითხვის სტენოგრამას “ნოდარ მელაძის შაბათი ავრცელებს”.

ჩანაწეის მიხედვით, თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერთ ბრალდებულს მიმართავს: “ხო გელანდებოდა სიზმარში, კიდევ მოგელანდება ჩემი შვილი. ლარგად დაიმახსოვრე მისი სახე”.

შავ­ლაშ­ვი­ლი ამბობს, რომ განსასჯელის სკამზე მყოფი 5 პირი დამნაშავეები კი არა “მკვლელები არიან”.

“მკვლელები არიან, საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები”- ამბობს შვილმოკლული დედა დაკითხვისას

გარდა ამისა სტენოგრამის მიხედვით, სასამართლო დარბაზში ბრალდებულებსა და თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლს შორის სიტყვიერი შეკამათებაც მოხდა

ჩანაწერში ისმის ბრალდებულის სიტყვა – “ვნახოთ”, რაზეც თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლი ამბობს: “იმუქრები?… შენ ხარ მკვლელი, შენი უნდა მჯეროდეს და ამირხანაშვილის არა?!”.წყარო:mtavarisiaxle.com..

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ