ახალ წელთან დაკავშირებით შოთა არველაძე შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 10 ადამიანს საჩუქარს გაუგზავნის. ეს ინფორმაცია ქართველმა სპეციალისტმა სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე განათავსა და დაწერა:

 

„ვაფასებ იმ სითბოს და ყურადღებას, რომელსაც თქვენგან მთელი წლის მანძილზე ვგრძნობ. მიხარია, რომ წლიდან წლამდე იმატებს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც დაინტერესებულია ჩემი სამწვრთნელო კარიერით და ყოველდღიურობით. ამიტომ, გადავწყვიტე, იმ ათასობით გულშემატკივრიდან, ვინც ამ გვერდის საშუალებით ყოველდღიურად მეკონტაქტება და არ იშურებს კეთილ სურვილებს, შემთხვევითობის პრინციპით, შევარჩიო 10 ადამიანი, რომელსაც საახალწლოდ სასაჩუქრე ბოქსს გავუგზავნი. ათივე მათგანს ამ პოსტის კომენტარებში დავასახელებ”,-ნათქვამია პოსტში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ