საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთთან გამარჯვების (91:85) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ჰქონდა ჩვენთვის, ჩვენი გულშემატკირებისთვის, ქართველი ხალხისთვის. ვიცით, რა რთული პერიოდია ახლა, თუნდაც ვირუსის მხრივ. ვიცი, რომ ყველა გულით ელოდებოდა ამ თამაშს. ვამაყობ ჩემი ბიჭებით, ჩემი თანაგუნდელებით, მწვრთნელებით, ყველათი. მიხარია, რომ დღეს ასეთი თამაში ჩავატარეთ და უფლის წყალობით, ეს მატჩი მოვიგეთ.

როგორც ყოველთვის, ეროვნული ნაკრების მატჩში ბოლომდე დავიხარჯე. მიხარია, რომ მოვიგეთ და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშნელოვანია. არ მინდა საკუთარ თავზე ვისაუბრო, ვამაყობ ჩემი გუნდით”, – განაცხადა შენგელიამ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ