ინტერვიუ ხატია ჭყონიასთან რომელმაც შეძლო და ქართული ფეხბურთის ისტორიის დაწერაში ლომის წვლილ შეიტანა.მისი გოლების წყალობით ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ითამაშებს სადაც ის შვედურ “როზენგორს” დაუპირისპირდება.

Marca.ge ხატია ჭყონიას დაუკავშირდა და რამოდენიმე კითხვა დაუსვა.

რასთან ასოცირდება შენთვის ფეხბურთი?

ფეხბურთი ჩემ ბავშვობასთან და მთელ ჩემ ცხოვრებასთან ასოცირდება და ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

რა არის შენი გეგმები მომავალში?

რავი რაიმე არასდროს დამიგეგმია რადგან გეგმის გარეშე უფრო მიზანდასახულად მივდივარ.

რომელი მოთამაშე შენი რჩეული და რატომ?

კრისტიანუ რონალდუ ვფიქრობ საუკეთესოა როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი.

რას გვეტყვით მოახლოებულ ისტორიულ მატჩზე?

საკმაოდ ძლიერი გუნდია რეიტინგიც მაღალიაქვთ მაგრამ მიუხედავაფ ჩვენი ნული რეიტინგის ჩვენ ვეცდებით ბოლომდე ვიბძოლოთ.

რა არის თქვენი გუნდის ძლიერი მხარე?

თავდაჯერებულობა ერთიანობა და ბძოლის უნარიანობა მგელი გუნდი მყავს.

აქვე გეტყვით რომ 1/16 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 9/10 დეკემბერს გაიმართება, ხოლო განმეორებითი დაპირისპირებები 15/16 დეკემბერს ჩატარდება.

Marca.ge სახელით წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გოგოებს და ეს იცოდნენ რომ ისტორია უკვე დაწერეს და რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს მატჩი თავაწეულები უნდა იყვნენ .

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ