საქართველოს პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტის დღევანდელი გამოშვების დროს კახა ცხადაძემ ეროვნული გუნდის მიერ განვლილი მატჩები შეაფასა.

 

ყაზახეთში მომუშავე სპეციალისტმა ნოემბრის 3 შეხვედრა ძალიან კომპეტენტურად შეფასა და ის მინუსები გამოკვეთა, რომლის გამოც, დიდწილად, ნაკრებმა კრახი განიცადა.

 

ცხადაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელის შესახებ და არ დამალა, რომ თავადაც მზადაა ეს თანამდებობა მიიღოს.

 

“ახლა უფრო მზად ვარ, ვიდრე 5 წლის წინ ვიყავი. დიდი გამოცდილება დავაგროვე, რაც ლოგიკურია. ასე რომ, შემიძლია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გავხდე, ეს დიდი პატივია ყველასთვის”. – აცხადებს ცხადაძე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ