“როტორის” მწვრთნელის ალექსანდრ ხაცკევიჩმა ინტერვიუში ჯანო ანანიძის თაობაზე ისაუბრა, რასაც თავად ქართველი ფეხბურთელი გამოეხმაურა.

 

“ჯანომ მითხრა, მუხლის პრობლემის გამო კარიერას დავასრულებო”, – განაცხადა ხაცკევიჩმა.

 

ჯანომ კი სოციალურ ქსელში განათავსა “სთორი”, რომლითაც ყოფილ მწვრთნელს ეგრეთ წოდებული “ღიმილის სმაილიკები” და “შუა თითი” “გაუგზავნა”.

 

ცნობილია, რომ “როტორიდან” წასვლის შემდეგ, ანანიძე უგუნდოდაა.

 

ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი, რომელიც ხშირად ტრამვიანობს.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ