• სამ. აპრ 13th, 2021

ვაისი: “აი, ზუსტად ეს მოუტანს საქართველოს ნაკრებს წარმატებას”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე სომხეთს დაუპირისპირდება.

 

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სლოვაკმა სპეციალისტმა მაკედონიასთან განცდილი მარჩხის შემდეგ, საქართველოდან წასვლა კიდევ ერთხელ დააანონსა.

 

“ამ მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრების მატჩები სლოვაკების გარეშე გაგრძელდება. განვლილი 5 წელი ყოველთვის ჩემს გულში იქნება. არ ვიცი, ვინ მოვა საქართველოს ნაკრებში ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტი”.

 

“მქონდა თემურ ქეცბაიასთან საუბარი. ვფიქრობ, რომ სწორედ ჩემი და თემურ ქეცბაიას მიქსი კარგი იქნებოდა. შესაძლოა, სწორედ ამ მიქსმა მოიტანოს შედეგი”, – განაცხადა ვაისმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.